კათოლიკოს პატრიარქი გაიხსენეს სნოში - ილია მეორის მშობლიურ სოფელში
პატრიარქის მშობლიურ სოფელში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა, რის შემდეგაც მოეწყო მსვლელობა მის სახლამდე.
2026 წლის 25 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღე შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მისი ხსოვნის პატივსაცემად, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა როგორც თბილისში, ისე მის მშობლიურ სოფელში.
პატრიარქის მშობლიურ სოფელში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა, რის შემდეგაც მოეწყო მსვლელობა მის სახლამდე. ბავშვებმა შეასრულეს უწმინდესის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი საგალობლები.
შეგახსენებთ, ილია მეორე 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. იგი 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ შიოს ქადაგება პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღეს.
წაიკითხეთ ასევე
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.
ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.