სიონის ტაძარში პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღეს ღვთისმსახურება აღევლინა

საქართველოს მთავრობის წევრები სიონის საპატრიარქო ტაძარში პანაშვიდს ესწრებოდნენ. ფოტო: მჟკ
25 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინა, რომელიც დილის 10:00 საათზე დაიწყო.
ღვთისმსახურებას უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. მსახურებაზე შეკრებილი იყო საკართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი, რომლებმაც პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სიონის ტაძარში გამართულ პანაშვიდსა და ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ღვთისმსახურებისას პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე მისი განსაკუთრებული როლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარში პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი 40-ე დღის პანაშვიდი აღევლინება.
წაიკითხეთ ასევე
მიტროპოლიტმა იოანემ ალგეთის დედათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღავლინა
სოფელ ასურეთთან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში საკვირაო წირვა წმინდა იოელ წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღესრულა.
სამთავროს მონასტერში წმინდა გაბრიელის ხსენების დღე აღნიშნეს
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანმა) აღავლინა.
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი 3 ნოემბერს გაიმართება.
ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში „იდეათეკა“ გაიხსნა
ახალ საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეები თანამედროვე წიგნებით, ტექნოლოგიებითა და სასწავლო რესურსებით ისარგებლებენ.
ეპისკოპოსმა მელქისედეკმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა
ზესტაფონი მუნიციპალიტეტში ახალი ტაძრის მშენებლობას საძირკვლის კურთხევის წესით ჩაეყარა საფუძველი.
ეპისკოპოსმა სვიმეონმა თომა ფაილაძე დიაკვნად აკურთხა
ახლად ხელდასხმული დიაკონი სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.