სიონის ტაძარში პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი 40-ე დღის პანაშვიდი აღევლინება
მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად წირვასა და პანაშვიდს აღავლენს.
ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს საღვთო ლიტურგიას, რომლის დასრულების შემდეგაც შესრულდება მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ღვთისმსახურება სიონის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში საეპარქიო საბჭოს სხდომა გაიმართა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09