თელავში პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმი. ფოტო: თელავის ისტორიული მუზეუმი
2026 წლის 21 აპრილს, თელავის ისტორიული მუზეუმისა და მერაბ კოსტავას სახელობის თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნათელ ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული სითბოთი და გულწრფელობით ისაუბრეს მისი უწმინდესობის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მათ გაიხსენეს პატრიარქის სულიერი გზა, ადამიანური სიკეთე და მამობრივი მზრუნველობა, რამაც ღონისძიებას გამორჩეული ემოციური დატვირთვა შესძინა და დამსწრეებზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა.
მუზეუმის ჰოლში წარმოდგენილი იყო პატრიარქ ილია II-ის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი იშვიათი ფოტომასალა, რომელმაც კიდევ ერთხელ გააცოცხლა მისი სულიერი მემკვიდრეობა და მრავალწლიანი ღვაწლი.
ღონისძიება განსაკუთრებით სიმბოლური გახდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პატრიარქის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულებამდე რამდენიმე დღე რჩება. ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებმა ცაში თეთრი მტრედები ააფრინეს გზავნილით — „პატრიარქო, გვიყვარხარ“, რაც ღონისძიების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ეპიზოდად იქცა.
დასასრულს, თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა მადლობის სიგელები გადასცა მერაბ კოსტავას სახელობის თელავის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორს, ეკატერინე გიგიტელაშვილს, ასევე პედაგოგებს — ნანა ღარიბაშვილსა და თამარ ლეშკაშელს, ღონისძიების მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა გამოითქვა თითოეული მოსწავლის მიმართ მათი გულწრფელი და ემოციური ჩართულობისთვის.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში. ამასთან, თელავის ისტორიულ მუზეუმში წლის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომლებიც მიეძღვნება როგორც ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, ასევე პატრიარქ ილია II-ის ნათელ ხსოვნას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კვირაცხოვლობას მიტროპოლიტმა იობმა ქარელის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა.
წაიკითხეთ ასევე
უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას
,,ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში – სამსახურში, ოჯახში თუ ცხოვრებისეულ გარემოებებში – ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებას და ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ ნუ სტირი და ნუ მწუხარებ.''- შიო III
იგეგმება მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია
პროექტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კონსტრუქციულ გამაგრებას, ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრასა და კომპლექსის სამრეკლოსა და გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მოსწავლეები ეწვივნენ
სტუმრები ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის საქმიანობას გაეცნენ და ხატწერისა და ნაქარგობის სახელოსნოები დაათვალიერეს.
საპატრიარქომ მიტროპოლიტ თეოდორეს მღვდელმთავრობის 30 წლისთავი მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში მღვდელმთავარს ღვთის შემწეობა, ჯანმრთელობა და ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვეს.
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა
„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.
აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა
ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას დაეთმო ყურადღება.