საპატრიარქოს წარმომადგენლებმა არასრულწლოვანი მსჯავრდადებულები მოინახულეს

დეკანოზი გიორგი კალანდია. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

დეკანოზი გიორგი კალანდია. ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

2026 წლის 17 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი გიორგი კალანდია და საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ია იმერლიშვილი არასრულწლოვანთა #11 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მათ მსჯავრდადებულებს წიგნები, სანთლები, პასკა და სხვა ტკბილეული გადასცეს.

დეკანოზმა გიორგი კალანდიამ ასევე ჩაატარა ლექცია-სემინარი ბრწყინვალე შვიდეულისა და კვირაცხოვლობის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც არასრულწლოვნებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მოხალისეთა ორგანიზაციამ ფახულანის პირველ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ეკლესია წმიდა და ყოვლადქებული მოციქულ თომას მოიხსენიებს

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი.

მალე ეკრანებზე გამოვა წმინდა იოსებ ისიქასტის შესახებ გადაღებული სერიალი

„წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ინსტიტუტის“ (Saint Maximus Institute) ნამუშევარი ტელეკომპანია „მეგაზე“ (Mega) გავა; წმინდანის ახალგაზრდობის წლებს ტასოს ლეკკასი განასახიერებს, ხოლო მოხუცებულობის პერიოდს — არის სერვეტალისი.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ირაკლი ჩხიკვაძეს დიაკვნად დაასხა ხელი

ახალხელდასხმული დიაკონი ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

ბულგარეთის პატრიარქმა ეკლესიაში არსებული უთანხმოებების დიალოგის გზით დაძლევისკენ მოუწოდა

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარმა არსებული უთანხმოების ფონზე პატრიარქ ბართლომეოსთან ერთად ერთობლივი აღნიშვნის მნიშვნელობა ახსნა.

შიო III ვეტერანებს: „მამულის სიყვარული,თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ''

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვეტერანებს პროფესიული დღე მიულოცა, სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი აღნიშნა და გარდაცვლილი თანამებრძოლების სულების განსვენებისთვის ილოცა.

ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებმა წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ილოცეს

მიტროპოლიტმა ბარნაბამ ლიტურგია სოფიაში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვა წმინდა იოანე რილელის წლისთავს მიეძღვნა.