წმინდა მოწამეები: ქრისანთე და დარია და მათთანა მოწამენი

წმინდა მოწამეები: ქრისანთე და დარია და მათთანა მოწამენი. ფოტო: ხატები
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1 აპრილს წმინდა მოწამე პანაქრეს ხსენებას აღნიშნავს, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულების სიმბოლოდ მიიჩნევა.
წმინდა პანაქრე ცხოვრობდა რომის იმპერიის პერიოდში, როდესაც აღმოსავლეთს დიოკლეტიანე მართავდა, ხოლო დასავლეთს — მაქსიმიანე. იმ დროისთვის ქრისტიანები სასტიკ დევნას განიცდიდნენ — მათ ართმევდნენ ქონებას და სხვადასხვა სახის წამებას უტარებდნენ.
პანაქრე წარმოშობით უზების ქვეყნიდან იყო. იგი რომში ჩავიდა და იმპერატორ მაქსიმიანეს განსაკუთრებული კეთილგანწყობა მოიპოვა, თუმცა ამ სიახლოვის შესანარჩუნებლად თავდაპირველად უარყო ქრისტიანობა. მოგვიანებით დედისა და დის მიერ გამოგზავნილმა წერილმა მას სინანულისკენ უბიძგა. პანაქრემ გულწრფელად მოინანია თავისი საქციელი და კვლავ ქრისტეს სარწმუნოებას დაუბრუნდა.
იმპერატორმა მაქსიმიანემ, როდესაც მისი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, პანაქრეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასტიკი წამებით დაემუქრა. მიუხედავად მუქარისა, წმინდანმა მტკიცედ განაცხადა, რომ აღარ უღალატებდა ქრისტეს.
მეფის ბრძანებით პანაქრე საჯაროდ აწამეს, შემდეგ კი ნიკომიდიაში გაგზავნეს. იქ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი რწმენა და აღიარა, რომ მზად იყო სიცოცხლე შეეწირა ქრისტესთვის, რათა საკუთარი წარსული შეცდომა გამოესყიდა.
უარის მიუხედავად, წმინდანი ვერ გატეხეს და საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს — მას თავი მოჰკვეთეს. მისი მოწამეობრივი აღსასრული დაახლოებით 302 წელს მოხდა.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პანაქრეს იხსენიებს, როგორც სინანულის, რწმენისა და სიმტკიცის მაგალითს, რომელმაც ქრისტიანობისთვის სიცოცხლის გაღება არჩია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა შიომ სიონში ქადაგებისას სინანულისა და სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
წაიკითხეთ ასევე
თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება
შიო ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ტაძრის პროექტი კონსტრუქციული მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებების აღმოფხვრასა და ავთენტური სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.
სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებაში იტალიური კომპანია ჩაერთო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ტაძარში არსებულ მდგომარეობასა და დაგეგმილ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო — კვლევები საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
საღმრთო ლიტურგია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ აღავლინა — მრევლს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატისა და წმინდა გაბრიელ ბერის წმინდა ნაწილების მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა.
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში აღვლენილ ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და საეკლესიო თანამსახურების წესზე განმარტება გაავრცელა.