მიტროპოლიტმა შიომ სიონში ქადაგებისას სინანულისა და სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა

30 მარტი 14:39
135
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საქართველოს საპატრიარქო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

დიდი მარხვის მეხუთე კვირას აღვლენილი ლიტურგიის შემდეგ მოსაყდრემ მარიამ ეგვიპტელის მაგალითით მორწმუნეებს სულიერი გარდაქმნისკენ მოუწოდა.

2026 წლის 29 მარტს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სიონის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფემ მორწმუნეებს დიდი მარხვის მეხუთე კვირა და ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელის ხსენება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ადამიანის სულიერი განახლებისა და სინანულის ძალას უსვამს ხაზს. მისი თქმით, სინანული არის არა მხოლოდ ცოდვათა აღიარება, არამედ ცხოვრების ძირეული ცვლილება, რაც ადამიანს ღმერთთან აახლოებს.

ქადაგებაში მიტროპოლიტმა შიომ სიწმინდის არსზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იგი მხოლოდ ვნებებზე გამარჯვებას არ ნიშნავს, არამედ ადამიანის მთლიანად ღმერთისკენ მიმართვას და სულიწმინდის მადლით განმტკიცებას.

მოსაყდრემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას“, სამყარო ღვთის ქმნილებაა და მასში უხვადაა სიკეთე, რომლის აღმოჩენა სინანულის გზით არის შესაძლებელი.

ქადაგებისას მეუფემ გაიხსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მისი ღვაწლი, რომელიც „ჭეშმარიტად სამოციქულოდ“ შეაფასა, და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში გამოვლენილი ერთობა პატრიარქის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს მოუწოდა, მარიამ ეგვიპტელის მაგალითით განიმტკიცონ რწმენა და ერთგულად განაგრძონ სულიერი ცხოვრება.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ 29 მარტს შესრულდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის მღვდელმთავრად ხელდასხმიდან 30 წელი და მას მრავალჟამიერი მსახურება უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხაშურში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში შვიდგზის ზეთისცხება აღესრულება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ