საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილება

საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

2026 წლის 18 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის კრება გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოიწვიეს.

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განაცხადა:
,,წმინდა სინოდის სხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიაII გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახდის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ გამოუცხადა სამძიმარი წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა პატრიარქის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე, აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელთმთავარმა მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორ ეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების IV თავის IV პარაგრაფი, სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულოად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1.საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო;
2.ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი;
3.ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი;
4.ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე;
5.ხონის და სამტრედიის მტროპოლიტი საბა;
6.ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი;
7.ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე;
8.გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია;
9.მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი;
10.სურამისა და ხაშურია ეპისკოპოსი სვიმეონი;
11.წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი;
12.საქართველოს ეკლესიის პრტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
13.სრულოად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი;
14.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე;
15.არქიმანდრიტი კირიონი;

დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა. დაკრძალვა, პატრიარქის სურვილის შესაბამისად, გაიმართება თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში.

სინოდმა ასევე გაავრცელა მიმართვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი:

,,ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო გისამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისოს მთაბარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დიდისა მამისა ჩვენისა ილია II_ის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზურნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკური ნიშნისა, იგი ჭეშმარითად იყო, არის და იქმება მამა სრულიად საქართველოსი. უცხოეთიდან შემოსულ წერილებში აღნიშნულია რომ იგი დააკლდა არამარტო საქართველოს არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს. ღვთის განგებით ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება აღესრულა დიდ მარხვაში ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში, ეს ფაქტი კოდევ ერთხელ მიგვანიშნებს მისი მოწამეობრივი ცხოვრების შესახებ.

მისი უწმინდესობის მიერ აღსრულებული სამოციქულო ღვაწლი, ღვთისაგან განშორებული ერის, სარწმუნოებისკენ შემობრუნება, მხოლოდ ღვთისა და მამულისადმი სრული თავგანწირვით იყო შეაძლებელი. იმ სიყვარულთან ერთად საქაეთველოს კათოლიკოს პატრიარქი გამოირჩეოდა ღვთივ მინიჭებული სიმდაბლითა და სიბრძნით. 49 წლის განმაბლობაში მან ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალი განსაცდელისგანგადაარჩინა. ამ უდიდესი მწუხარების წუთებში ჩვენ გვეუფლება რწმენა იმისა, რომ უწმინდესობა პირნათელი წარსდგა ღვთის წინაშე, რომ მის სულს უფალი დაამკვიდრებს ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა სადაცა მართალნი განისვენებენ. გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისილოცვა კვლავაც განგვაძლეიერებს სულიერად და განგვინათლება გონებას რათა გავაგრძელოთ გზა მის მიერ გაკვალულ სამეუფეო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის აღორძინებასა და გამთლიანებას. დღეს პატრიარქის სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში, უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში ურთიერთ მიტევებასა და შერიგებაში. ქეისტესმიერო სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ გზა ჩვენი წინაპრების გაკვალულ გზაზე რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა. წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა ქხლად შესვენებუულსა დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას და დაუმკვიდროს მას სასუფეველი ცათა ამინ!”

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მშობლებს მოიხსენებს

მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.