სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ფოტო: orthodoxtimes
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.
ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქო კანცელარიის ხელმძღვანელმა.
ლოცვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა პორფირემ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნობასა და მთელ ქართველ მრევლს.
მიმართვაში სერბეთის პატრიარქმა ილია მეორე „საყვარელ ძმად“, ქართველი ხალხის „დაუვიწყარ მამად“ და მთავარეპისკოპოსად მოიხსენია.
პორფირემ ასევე ისაუბრა ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობაზე და აღნიშნა, რომ მისმა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც საკუთარ სამწყსოში, ისე მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში.
მისივე თქმით, ილია II-ს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რწმენის განმტკიცებაში, ტრადიციების დაცვასა და ქართველი ხალხის სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან სამძიმრის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.