12 მარტს ეკლესია ღირს პროკოპი დეკაპოლელის ხსენებას აღნიშნავს

ღირსი პროკოფი აღმსარებელი. ფოტო: ღია წყარო

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 მარტს ღირს პროკოპი დეკაპოლელს მოიხსენიებს. იგი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის – ათქალაქის (მკ. 7,31) ოლქში მოღვაწეობდა და ქრისტიანული სარწმუნოების ერთგული დამცველი იყო.

წმიდა პროკოპი თავის თანამოსაგრესთან, წმიდა ბასილისთან (ხსენება – 28 თებერვალი) და სხვა მართლმადიდებლობის დამცველებთან ერთად მტკიცედ აღუდგა წინ იმ დროისთვის გავრცელებულ ხატმებრძოლთა ერესს. მათი ერთგულება და სიმტკიცე სარწმუნოების მიმართ იმპერატორ ლეონ ისავრიელს (716–741) არ ესიამოვნა. მისი ბრძანებით წმიდა პროკოპი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

საპყრობილეში იგი წმიდა ბასილისთან ერთად იმყოფებოდა მტარვალი იმპერატორის გარდაცვალებამდე. ლეონ ისავრიელის სიკვდილის შემდეგ წმიდა აღმსარებლები გაათავისუფლეს.

თავისუფლების მოპოვების შემდეგ ღირსმა პროკოპიმ სიცოცხლის დარჩენილი წლები მშვიდობაში გაატარა და ღრმა მოხუცებულობაში, 750 წელს, მიიცვალა. ეკლესია მას წმიდა აღმსარებლად და მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველად იხსენებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 10 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პატრიარქ ტარასის ხსენებას აღნიშნავს.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.