11 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა პორფირე ღაზელის ხსენებას აღნიშნავს
წმინდა პორფირე ღაზელი. ფოტო: ღია წყარო
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 11 მარტს იხსენებს წმიდა პორფირე ღაზელს — ქრისტიანობის ერთ-ერთ დიდ მოღვაწეს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ღაზის ქალაქში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებაში.
წმიდა პორფირე დაახლოებით 346 წელს დაიბადა მაკედონიის ქალაქ თესალონიკეში შეძლებულ ოჯახში. მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს, თუმცა სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისადმი ჰქონდა მიდრეკილება. ოცდახუთი წლის ასაკში მან დატოვა სამშობლო და იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად. მოგვიანებით იორდანეს უდაბნოში დამკვიდრდა, სადაც მძიმე ავადმყოფობა შეეყარა.
განკურნების იმედით წმიდა ადგილების მოლოცვა დაიწყო. გადმოცემის მიხედვით, ერთხელ გოლგოთის ძირში მყოფმა, ავადმყოფობისგან ძალაგამოცლილმა წმიდანმა ჩვენებაში იხილა მაცხოვარი, რომელმაც ჯვრიდან გარდამოსვლისას მიმართა: „მიიღე ეს ძელი და დაიცავი“. გამოღვიძების შემდეგ პორფირემ სრული სიჯანსაღე იგრძნო. მალე იერუსალიმის პატრიარქმა იგი მღვდლად აკურთხა და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ძელის მცველად დაადგინა.
მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ოთხასი ოქროს მონეტა წმიდანმა გლახაკთა დასახმარებლად და ტაძრების კეთილმოწყობისთვის გაიღო.
395 წელს, ღაზის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, ადგილობრივმა ქრისტიანებმა კესარიის მიტროპოლიტ იოანეს სთხოვეს ისეთი ეპისკოპოსის დანიშვნა, რომელიც წარმართთა ძლიერ გავლენას გაუმკლავდებოდა. მიტროპოლიტმა ღვთის შთაგონებით იერუსალიმელი ხუცესი პორფირე აირჩია. მღვდელმთავრის ხარისხი მან დიდი კრძალვით მიიღო და ღაზაში გაემგზავრა.
ქალაქში იმ დროს მხოლოდ სამი ქრისტიანული ეკლესია იყო, ხოლო ირგვლივ მრავლად არსებობდა წარმართული სამსხვერპლოები. მძიმე გვალვის დროს პორფირემ ქრისტიანებს მარხვისა და ლოცვისკენ მოუწოდა და ლიტანიობით შემოიარა ქალაქი. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ძლიერი წვიმა, რამაც ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ორასზე მეტი წარმართი მოინათლა.
თუმცა წარმართთა მხრიდან ქრისტიანთა შევიწროება მაინც გრძელდებოდა. მღვდელმთავარი პორფირე და მიტროპოლიტი იოანე კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ იმპერატორის დახმარების სათხოვნელად, სადაც წმიდა იოანე ოქროპირს შეხვდნენ. მათი შუამდგომლობითა და დედოფალ ევდოქსიას მხარდაჭერით, 401 წელს გამოვიდა იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ღაზაში წარმართული სამსხვერპლოები უნდა დაენგრიათ და ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული უფლებები მიენიჭებინათ. დედოფალმა ასევე სახსრები გამოყო ქალაქში ახალი ტაძრის ასაშენებლად.
წმიდა პორფირემ სიცოცხლის ბოლომდე იღვაწა ქრისტიანობის განმტკიცებისთვის. იგი 420 წელს, ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 10 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პატრიარქ ტარასის ხსენებას აღნიშნავს.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.