საქართველოს სამოციქულო ეკლესია დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს

დავით აღმაშენებელი, ილუსტრაცია. ფოტო: მჟკ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.

ამ თემაზე წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი - ღვთისმეტყველი

დავით აღმაშენებელმა ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩაატარა სიღრმისეული რეფორმები, რომლებმაც საბოლოოდ დაასრულეს ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, მან ქვეყნიდან სელჩუკი დამპყრობლები განდევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და მემკვიდრეებისათვის გადააბარა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“.

დავით აღმაშენებელი. ავტორი : გოჩა ძაგანაშვილი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლის ეკონომიკური და საეკლესიო რეფორმები, რომლებიც საქართველოს გაძლიერების მთავარი საყრდენი გახდა. მის სახელს უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც აღმოფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეკლესია წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელს მოიხსენიებს.

 

წაიკითხეთ ასევე

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.

ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.

ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.

წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა

სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.