5 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მღვდელმოწამე კლიმენტის ხსენებას აღნიშნავს
მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპი. ფოტო: ღია წყარო
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 5 თებერვალს მოიხსენიებს წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტს — ანკვირელ ეპისკოპოსს, რომელიც III–IV საუკუნეებში ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი აღმსარებელი და მოწამე იყო.
წმიდა კლიმენტი 258 წელს გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა. მამა წარმართი ჰყავდა, დედა — ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვი კეთილმსახურმა ქალმა, სოფიამ აღზარდა, რომელიც შიმშილობის წლებში მიტოვებულ ბავშვებს აფარებდა ხელს. კლიმენტი მას გვერდში ედგა — უმწეოებს განსწავლიდა და ნათლისღებისთვის ამზადებდა, რომელთაგან მრავალი შემდგომში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა.
კეთილმსახური ცხოვრების გამო კლიმენტი ჯერ მედავითნედ, შემდეგ დიაკვნად აკურთხეს; 18 წლის ასაკში ხუცესი გახდა, ხოლო 20 წლისა — ანკვირის ეპისკოპოსად აირჩიეს. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დაწყების შემდეგ წმიდა მღვდელმთავარი დაატუსაღეს. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა მის წარმართობაზე გადაყვანას, თუმცა კლიმენტმა გმირულად დაითმინა უმძიმესი წამებები და მტკიცედ დაიცვა ქრისტიანული სარწმუნოება.
წმიდანი სასტიკად აწამეს — ხეზე ჰკიდებდნენ, დანებით უსერავდნენ სხეულს, ქვებითა და ჯოხებით გვემდნენ, ბორბალზე აკრავდნენ და ცეცხლზე წვავდნენ, თუმცა უფალი სასწაულებრივად იცავდა და კურნავდა. საბოლოოდ იგი რომში გაგზავნეს, სადაც მისი სიწმინდისა და სასწაულებრივი კურნებების მოწმე მრავალი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე.
მოგვიანებით წმიდა კლიმენტი თავის მოწაფესთან, აღათანგელოსთან ერთად, კვლავ მძიმე სატანჯველებს განიცდიდა. მათმა მოთმინებამ და რწმენამ თვით წარმართებშიც აღძრა თანაგრძნობა. მრავალი ტანჯვისა და საპყრობილის შემდეგ, აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს, ხოლო კლიმენტი ანკვირელმა ქრისტიანებმა დროებით გაათავისუფლეს.
ლიტურგიის აღსრულებისას წმიდა მღვდელმთავარმა წინასწარმეტყველურად განაცხადა ქრისტიანთა დევნის მოახლოებული დასასრულისა და საკუთარი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. მცირე ხანში ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა წმიდა კლიმენტს უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს თავი მოჰკვეთეს (დაახლ. 312 წ.).
მღვდელმოწამე კლიმენტის ღვაწლი ეკლესიისთვის რწმენის სიმტკიცის, მოთმინებისა და თავდადების ნათელ მაგალითად დარჩა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარი ელიას მთაზე.
წაიკითხეთ ასევე
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.
ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.