ჩხარში საკვირაო მსახურება მიტროპოლიტმა გიორგიმ აღავლინა
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი. ფოტო: ეპარქიის გვერდი
11 იანვარს, საკვირაო მსახურება ჩხარის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში მაღალყოვლადუსამღვდელესმა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ აღავლინა.
ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია — არქიტექტორული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში. ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაშენია კარგად გათლილი ქვებით. კედლები დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე. ეკლესიას კარები სამი მხრიდან: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. სარკმლები შიგნით გაფართოებულია. სულ რვა სარკმელია. აქედან სამი აღმოსავლეთით, ორ-ორი სამხრეთით და ჩრდილოეთით და ერთიც დასავლეთით. ეკლესიის დასავლეთის კარიბჭეზე ამოტვიფრულია სამშენებლო მხედრული წარწერა. „ჩყპ-სა აგვისტოსასა ტაძარის ესე აღვაშენეთ ფილიპე ბერეკაშვილმა და გიორგი აბესაძემ შემწეობითა ამ ეკლესის მრევლთადმი“.
ღვთისმსახურებას ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. წირვის მიმდინარეობისას მეუფემ ლოცვა აღავლინა მრევლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა საქართველოს მახვილი და ფარი ერეკლე II.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.