დავითიანიი თბილისის N124 საჯარო სკოლას ესტუმრა
საილუსტრაციო ფოტო
დავითიანიი საკლუბო საქმიანობის ფარგლებში ეწვია თბილისის N124 საჯარო სკოლას. 2025-2026 წლის გამოშვების ლიდერთა კლუბის წევრებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს ორგანიზაციის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის განმავლობაში ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სკოლის ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი იქნება მრავალი სასარგებლო ინიციატივის განხორციელება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, დავითიანის წარმომადგენლები და ძველი თაობის დავითიანელები, რომლებმაც კვლავ გამოხატეს მხარდაჭერა და გამოცდილება გაუზიარეს ახალ თაობას.
დავითიანიი მომავალშიც აქტიურად გეგმავს ახალგაზრდებზე ზრუნვას, მათი უნარების განვითარებასა და მოქალაქეობრივი შეგნების გაღრმავებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ „დავითიანნი“ აცხადებს უფასო ახალგაზრდულ სტაჟირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტში.
წაიკითხეთ ასევე
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.
ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.