უმე-ის წინამძღვარმა პუტინს მარიუპოლში შექმნილი ვითარების გამო მიმართა
მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მარიუპოლის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და სთხოვა სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა საომარი მოქმედებების ადგილიდან უსაფრთხო ზონაში, იუწყება news.church.ua.
„ჩემი, როგორც წინამძრვრის მოვალეობაა გთხოვოთ, მიეცით შესაძლებლობა ყველას, ვისაც ეს სურს, დატოვოს ქალაქი მარიუპოლი – როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირებს. სხვადასხვა ომების დროს დაპირისპირებულ მხარეებს შეეძლოთ ჰუმანიზმის გამოვლენა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ფედერაცია არაერთხელ ასრულებდა შუამავლის როლს სირიაში ალყაში მოქცეული მებრძოლების ევაკუაციის საქმეში“, - განაცხადა უმე-ს წინამძღვარმა.
„ამ კუთხით, ვიმედოვნებთ, რომ ქრისტიანულად დათანხმდებით მარიუპოლში უკრაინული გარნიზონის მოპოვების პროცედურას და ალყაში მოქცეულ სამოქალაქო პირებს, პოლიციელებს, მესაზღვრეებს და სამხედროებს შესაძლებლობას მისცემთ შევიდნენ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე. ბევრი ქვეყანა პატივად მიიჩნევს ამ ოპერაციის შუამავლობას. გთხოვთ, აირჩიოთ რომელიმე მათგანი ქრისტეს სახელით“, - დასძინა მისმა უნეტარესმა.
როგორც მჟკ ადრე წერდა, უნეტარესმა ონუფრემ თქვა, რომ უმე მზად არის მსვლელობა გამართოს აზოვსტალში ხალხის გადასარჩენად.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.