საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188-ე წელი აღინიშნა
საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში მწერლის დაბადებიდან 188-ე წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი, მერის მოადგილე გიორგი მძევაშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.
საიუბილეო დღის ფარგლებში, მუზეუმის მიმდებარედ არსებულ „ილიას ხეივანში“ საზეიმოდ გაიხსნა დიდი ქართველი მწერლების — აკაკი წერეთლისა და გალაკტიონ ტაბიძის ბიუსტები.
ღონისძიების მეორე ნაწილში გაიმართა პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც აღინიშნა ილიას ღვაწლი ქართული კულტურის, განათლებისა და სახელმწიფო აზროვნების ჩამოყალიბებაში.
საღამოს ესწრებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები.
წაიკითხეთ ასევე
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.
ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.