აშშ-ის ნიუ ჰემფშირის შტატმა აკრძალა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები

ბავშვი ლგბტ დროშით. ფოტო: christianpost.com

2025 წლის 30 ივლისს, ნიუ ჰემფშირი გახდა პირველი შტატი ახალი ინგლისიდან შეერთებულ შტატებში, რომელმაც კანონით სრულად აკრძალა ყველა ქირურგიული და ქიმიური პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვნების სქესის შეცვლას. ამის შესახებ იტყობინება NH Journal.

ახალი კანონების თანახმად, გოგონებში სარძევე ჯირკვლების ამოსაღებად და ბიჭებში სარძევე ჯირკვლის იმპლანტების ჩასადგმელად ნებისმიერი ოპერაცია; სქესის შეცვლის მიზნით ჰორმონოთერაპია; სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების გამოყენება ახლა აკრძალულია ნიუ ჰემფშირში.

კანონპროექტებს ხელი მოაწერა გუბერნატორმა კელი აიოტმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ასეთმა „სამედიცინო ჩარევებმა შეიძლება შეუქცევადად იმოქმედოს ახალგაზრდების ცხოვრებაზე“. მისი თქმით, მიღებული ზომები „ბავშვების დაცვისადმი დაბალანსებული, ორპარტიული მიდგომის“ შედეგია.

კანონების ინიციატორი იყო რესპუბლიკელი წევრი ლიზა მაზური. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბავშვებს არ შეუძლიათ სრულად გაიგონ და შეგნებულად დაეთანხმონ პროცედურებს, რომლებიც მათ სხეულს მთელი ცხოვრების განმავლობაში შეცვლის“. მისი თქმით, NH Journal-ისა და Praecones Analytica-ს მიერ ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შტატის მაცხოვრებლების 69% მხარს უჭერს აკრძალვას, ხოლო მხოლოდ 16% ეწინააღმდეგება.

კანონები რესპუბლიკური პარტიის თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერით მიიღეს. ყველა დემოკრატიდან მხოლოდ ორმა - პიტერბოროელმა ჯონა უილერმა და კლერმონტელმა დეილ ჟირარმა - მისცა ხმა ორივე კანონპროექტს.

კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ერევა ოჯახის საქმეებში და არღვევს ტრანსგენდერი ახალგაზრდების უფლებებს. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების თქმით, სამედიცინო ჩარევებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ოჯახის შიგნით უნდა იქნას მიღებული ექიმთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე შეაჩერა ასეთი პროცედურები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2025 წლის იანვარში გამოცემული აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ, რომელიც კრძალავდა არასრულწლოვნებში სქესის შეცვლის ფედერალურ მხარდაჭერას. უფრო ადრე, მაისში, აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 400-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც მითითებული იყო ბავშვებში „გენდერის შეცვლის“ სერიოზული რისკები - მათ შორის უნაყოფობა, ფსიქიკური დარღვევები, გულის პრობლემები, ძვლების პრობლემები, ასევე სინანულისა და გართულებების მაღალი მაჩვენებელი. დოკუმენტში ასევე შედიოდა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ დაკვეთილი დამოუკიდებელი Cass Review-ის დასკვნები.

ახალი შეზღუდვები ძალაში 2026 წლის იანვარში შევა. არასრულწლოვნები, რომლებიც უკვე „გარდამავალი პერიოდის“ პროცესში არიან, შეძლებენ დაწყებული მკურნალობის გაგრძელებას.

ადრე, მჟკ-მა დაწერა, რომ აშშ-ში სასამართლომ მშობლებს უფლება მისცა, შვილები ლგბტ კლასებიდან გამოეყვანათ.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.