საქმეთამმართველი: უმე-ის მდგომარეობა ახლა სებასტიელი მოწამეების მსგავსია
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ (პაკანიჩი) ორმოცი სებასტიელი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნა, რომ ქრისტიანები, ისევე როგორც მეოთხე საუკუნეში, დღესაც, აკეთებენ არჩევანს: მოითმინონ ტანჯვა ქრისტესთვის თუ უარი თქვან მასზე მიწიერი საზრდოს გამო.
„ეკლესია 40 სებასტელი მოწამის ხსენებას აღნიშნავს. მათ აიძულეს ქრიტეს უარყოფა. მათი უარის შემდეგ რომაელებმა ისინი გააშიშვლეს და გაყინულ ტბაში ჩააყენეს. იქვე დადგეს თბილი აბაზანა, რათა ქრისტეს უარმყოფელთ მასში გათბობა შესძლებოდა. მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება, რა მტკივნეული წამება იყო ეს. ეს ორი ადგილი: ყინულის ტბა და ცხელი აბაზანა - სიმბოლოა არჩევანისა, რომლის წინაშეც ყველა ქრისტიანი დგას: მზად არის მაცხოვართან ერთად იტანჯოს, თუ სინდისთან გარიგების სანაცვლოდ მიწიერ საზრდოს აირჩევს?“ - თქვა ვლადიკა ანტონიმ.
„სებასტიელი მოწამეები ცხოვრობდნენ IV საუკუნეში, ჩვენ ვცხოვრობთ 21-ში, მაგრამ მას შემდეგ ქრისტიანებისთვის ცოტა რამ შეიცვალა. ჩვენ, როგორც ადრე, იგივე არჩევანს გვთავაზობენ - ცივ ტბას თუ თბილ აბაზანას. ჩვენ ვირჩევთ - ვიტანჯებით თუ არა ქრისტესთვის, თუ ვზრუნავთ ხორციელ საზრდოზე. ახლა ტრაგიკული მოვლენები ხდება, ომია, ჩვენი ხალხი იღუპება. ჩვენს მღვდლებს იტაცებენ, ბერებს აძევებენ მონასტრებიდან, ეკლესიებს ართმევენ თემებს. არიან ისეთებიც, ვინც ამას ვერ იტანს და მათი გაგება შეიძლება. ძალიან რთულია ყინულივით ცივ წყალში დგომა და თბილ აბაზანის ყურება“, - ამბობს უმე-ის ხელმძღვანელი.
მიტროპოლიტმა ანტონმა მორწმუნეებს შეახსენა, რომ 40 მოწამიდან მხოლოდ ერთი ჩაბარდა, მისი სახელი იყო მელიტონი. თუმცა ვერ მიაღწია იმ სითბოს, რასაც ელოდა: ცხელ აბაზანაში შესვლისთანავე დაეცა და გარდაიცვალა. მის ნაცვლად მოვიდა ერთი ჯარისკაცი, რომელმაც მიიღო მეორმოცე გვირგვინი.
„თბილი აბაზანა ილუზიაა. მასში სითბოს შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, ხოლო სინდისის დაკარგვით შიძლება სულიერად მოკვდეთ და პირიქით, გვირგვინს დაადგამენ მას, ვინც ბოლომდე ერთგულია, ვინც არ ცდილობს მიწიერი პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას, ვინც არ იტყვის უარს რწმენაზე და არ მიდის კომპრომისზე, სადაც ეს ღალატს ნიშნავს“, - შეაჯამა მიტროპოლიტმა ანტონმა.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ მორწმუნეებს მოუწოდა, ერთგულები დარჩნენ ქრისტეს ერთგულნი ყველაზე რთულ განსაცდელშიც კი.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.