დონალდ ტრამპმა სირიაში ტერორისტული თავდასხმის ფაქტზე მწუხარება გამოთქვა
წინასწარმეტყველი ელიას ტაძარი სირიაში აფეთქების შემდეგ. ფოტო: kaktus.media
სირიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომ ბარაკმა, დონალდ ტრამპისა და ამერიკელი ხალხის სახელით, სამძიმარი გამოუცხადა დამასკოში წმინდა ელიას მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.
სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) ტომ ბარაკმა დაწერა: „დონალდ ტრამპისა და ამერიკელი ხალხის სახელით, ჩვენ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ყველას, ვინც დაზარალდა ალ-დუვაილში, მარ ელიას ეკლესიაზე დღეს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად“.
„ამ საშინელ სიმხდალეს ადგილი არ აქვს ინტეგრირებული ტოლერანტობისა და ინკლუზიურობის ახალ ტილოში, რომელსაც სირიელები საკუთარი ძალისხმევით ქმნიან“, - დაწერა ბარაკმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლება კვლავაც „სირიის მთავრობის გვერდით დგას მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ქვეყანაში და ფართო რეგიონში არასტაბილურობისა და შიშის დათესვას ცდილობს“.
ადრე, მჟკ-მა დაწერა, რომ ტერორისტებმა სირიაში მართლმადიდებლურ ეკლესიაში 15 ადამიანი მოკლეს.
მიტროპოლიტი ანდრია - ,,შენს სინდისშია რასაც ვერ გადალახავ და ვერ უღალატებ''
მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს ქადაგების შემდეგ მიმართა და საკუთარი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.
ადლიის სამხედრო ბაზაზე წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი იკურთხა
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამხედრო ბაზაზე ახლადმოწყობილი ტაძარი აკურთხა.
„მთელი დიდება მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის“ - შევეიცარიელი არქიმანდრიტი გაბრიელი (ბუნგე)
ღია ინტერვიუ შვეიცარიელ მამა გაბრიელთან იუჯის უნივერსიტეტში სიწმინდის, ერთგულებისა და ღალატის შესახებ.
სურამისა და ხაშურის ეპარქია მიტროპოლიტ იოსებს დაბადების დღეს ულოცავს
ეპარქია შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ჯანმრთელობას, მხნეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.
მიტროპოლიტმა დიმიტრიმ „ბეთლემის“ საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა მოინახულა
მეუფე დიმიტრი მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და ცენტრის სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ფლორენციისა და ემპოლის საკვირაო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი განახლდა
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, სამრევლო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სავედრებელი ლოცვა აღევლინა.