პოლიციამ დააკავა უმე-ის მღვდელი, რომელიც რუსეთის დივერსანტად მიიჩნიეს
24 თებერვალს, უკრაინის პოლიციამ დააკავა უმე-ის მღვდელი, დეკანოზი მიხეილ პავლუშენკო, რომელიც შეცდომით რუს დივერსანტად მიიჩნია. მამა მიხეილის დაკითხვის ვიდეო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომ გამოაქვეყნა.
როგორც დეკანოზმა ვიტალი ბოიკომ, კიევის შევჩენკოს მე-2 ეპარქიის დეკანოზმა განუცხადა მჟკ-ს კორესპონდენტს, მამა მიხეილი ცხოვრობს კიევის გარეუბანში, გოსტომელთან ახლოს, სადაც დღეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. ის მღვდელის სახლთან ახლოს დაეცა, ამიტომ მღვდელი პირველი იყო ვინც მივიდა შემთვევის ადგილზე, სადაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
„მამა მიქაელი არის წმინდა დიდმოწამე გიორგის პატივსაცემად აგებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოს ტაძრის წინამძღვარი. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთები მანქანაში იყო, მღვდელს რუსი დივერსანტი უწოდეს და დააკავეს, - განაცხადა დეკანოზმა ვიტალი ბოიკომ. ”მისი სახლის ფანჯრიდან მან დაინახა, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდა და სასწრაფოდ მივიდა შემთხვევის ადგილზე, რათა გაეგო, საჭირო იყო თუ არა მისი დახმარება.”
მღვდელი დააკავეს და ბუჩას რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, სამართალდამცავებმა სწრაფად განმუხტეს სიტუაცია. 25 თებერვალს, დილით, მამა მიხეილს სახლში წასვლის უფლება მისცეს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინაში კომენდანტის საათი 22:00 საათიდან ამოქმედდა.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.