პატრიარქმა თეოდორემ რმე-ს კლირიკებს "ჩრდილოეთიდან ტურები და დათვები" უწოდა

პატრიარქი თეოდორე. ფოტო: ekirikas.com

ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს უწოდა "ტურები და დათვები ჩრდილოეთიდან", იუწყება გამომცემლობა romalewfronimati.blogspot.com.

2022 წლის 20 თებერვალს, ბუკობის ეპისკოპოსად ქრიზოსტომის ხელდასმის დროს, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა თეოდორემ ისაუბრა "ფსევდოძმებზე ჩრდილოეთიდან", რომლებიც, "შემოსილნი მართლმადიდებლურ შესამოსელში, აფრიკის შიგნით იჭრებიან".

მისი სიტყვებით, ეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა "შეავსო ალექსანდრიის იერარქიის რიგები მაშინ, როდესაც თვითონ საპატრიარქო თავდასხმებს განიცდის ჩრდილოეთის  ცრუძმებისგან".

"სამწუხაროდ, დათვები და ტურები ჩრდილოეთიდან, რომლებიც ჩვენ, ბერძნებმა გავაქრისტიანეთ, მოდიან ქრისტიანულ შესამოსელში "რათა მოიპარონ და დაღუპონ" (იოან.10:10)",-განაცხადა პატრიარქმა თეოდორემ, რომელმაც 14 თებერვალს რმე-ს წინამძღვარს, პატრიარქ კირილეს უწოდა    "ქრისტესმიერი ძმა და თანამსახური".

ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა აღუთქვა, რომ "სხვა არქიეპისკოპოსებთან ერთად" ის შეეწინააღმდეგება შემოჭრას და რმე-ს საეკლესიო კოლონიალიზმს", რომელიც არღვევს წმინდა წესებს და სურს "გაანადგუროს ის, რასაც ალექსანდრიის საპატრიარქო შრომით აშენებდა 2000 წელი".

ადრე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრიის ეკლესიის მეთაური დაემუქრა რმე-ს ეგზარხოსს აფრიკაში ეპისკოპოსის ხარისხის ჩამორთმევით.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.