პრობლემები ბერძნებთან კი არა, იმათთან არის, ვინც განხეთქილება აღიარა

რმე-ის საპატრიარქო ეგზარქოსმა აფრიკაში, კლინის მიტროპოლიტმა ლეონოდემ  ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსეთის საექსპერტო სკოლას, სადაც დეტალურად და არგუმენტირებულად დაასაბუთა რმე-ის ქმედებების მნიშვნელობა აფრიკის კონტინენტის ტერიტორიაზე. კერძოდ, მან ბერძენი ხალხის მიმართ გამოხატა სიყვარული და მას ძმური უწოდა. ძირითადი უთანხმოებები, მეუფის აზრით, ეხება საეპისკოპოსოს და ალექსანდრიის, ელადისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების წინამძღვრების ქმედებებს.

უკრაინის განხეთქილების აღიარების მთავარი პრობლემის გარდა, ბერძენმა იერარქებმა ამ სიტუაციაში თავი გამოავლინეს არც ისე კარგი მხრიდან, აღნიშნა მან. მაგალითად, კამერუნის მიტროპოლიტმა გრიგოლმა რუსები ბერძენთა გენოციდში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წწ. ომის შედეგად ოსმანეთის იმპერიამ აღიარა ბერძნული მიწების დამოუკიდებლობა, რომლებზეც 1830 წელს  საბერძნეთის სამეფო ჩამოყალიბდა.

მიტროპოლიტმა ლეონიდემ აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვში საეგზარქოსოს კარზე დარჩა ბერძნული თემი, მუშაობას განაგრძობს ბერძნული საბავშვო ბაღი და სკოლა. ჩვენ მათთან შესაბამის დიალოგს ვაწარმოებთ, მაგრამ რასაც სჩადიან იერაქები, ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ, - დაასკვნა ეგზარქოსმა.

ყველა გაუგებრობის გასაფანტად, კლინის მიტროპოლიტმა მოუწოდა, რომ  მისი ტელეგრამ-არხი წაიკითხონ, სადაც მუდმივად მოწოდებულია სამართლიანი ინფორმაცია აფრიკის კონტინენტზე სიტუაციის შესახებ, ფოტოებითა და ვიდეო-ფაქტებით.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, რმე აფრიკაში მონასტრების გახსნას გეგმავს.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.