სასამართლომ მიტროპოლიტი არსენი გისოსებს მიღმა კიდევ ორი თვით დატოვა
2025 წლის 23 მაისს დონეცკის ოლქის სლავიანის საქალაქო რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის კიდევ ორი თვით პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ - ივლისის ბოლომდე, - იუწყება სვიატოგორსკის ლავრის საიტი.
სასამართლო სხდომა ტარდებოდა სერიუზული პროცედურული დარღვევებით: მიტროპოლიტ არსენის ხუთი ადვოკატიდან სხდომას მხოლოდ ერთი დამცველი ესწრებოდა. მიუხედავად ოთხი ადვოკატის დასაბუთებული არყოფნისა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს აღკვეთის ზომის საკითხის განხილვა.
დაცვის მხარე ითხოვდა მეუფის განთავისუფლებას და ხაზს უსვამდა უკრაინის ათი სახალხო დეპუტატის მზადყოფნას, რომ თავდებში ჩაუდგნენ ლავრის ნაცვალს. პარლამენტარები უკვე დიდი ხანია გამოხატავენ მზადყოფნას თავდებში ჩაუდგნენ მიტროპოლიტ არსენს.
მაგრამ პროკურატურამ მაინც მოითხოვა პატიმრობაში ყოფნის ვადის გაგრძელება და სასამართლომ მხარი დაუჭირა ამ მოთხოვნას. წინა აღკვეთის ზომის ვადა მთავრდება მაისის ბოლოს, ახლა კი მეუფე პატიმრობაში დარჩება ივლისის ბოლომდე.
მიტროპოლიტ არსენის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც ხუთი ადვოკატიდან ოთხი არ ესწრებოდა, განიხილავენ როგორც მეუფის საკონსტიტუციო უფლების დარღვევას, რომ ისარგებლოს დაცვით. ამჟამად დამცველები ამზადებენ სააპელაციო საჩივარს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
„ასეთი სერიუზული გადაწყვეტილების გამოტანა დაცვის სრულყოფილი მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია“, - აღნიშნავენ ადვოკატები.
შემდეგი სასამართლო სხდომა მიტროპოლიტ არსენის საქმეზე დანიშნულია 2025 წლის 19 ივნისს 13:00. როგორც მეუფის საქმის ყველა მოსმენა, დაწყებული 2024 წლის სექტემბრის ბოლოდან, ესეც ონლაინ-ფორმატში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი არსენი დნეპრის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება 2024 წლის 24 აპრილიდან - დღესდღეობით ის უკვე 13 თვე პატიმრობაშია. ამ ხნის განმავლობაში არა ერთხელ დამდგარა საკითხი მისი თავდებით განთავისუფლების შესახებ, თუმცა სასამართლოები, როგორც წესი, არ იღებენ მსგავს თხოვნებს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ჩერკასკის მღვდელმთავარმა პატიმარ მიტროპოლიტ არსენს მისი ანგელოზის დღეს მიმართა. „ჩვენ ვიცით, რომ თუ უფალმა დაუშვა სწორედ ეს ტვირთი ჩვენთვის, ეს იმიტომაც ხდება, რომ თქვენი სიყვარული თქვენი საძმოს მიმართ, მთელი მართლმადიდებელი ხალხის მიმართ იყო ისეთი, რომ კაცობრიობის მტერმა ეს ვერ აიტანა. მიიღეთ ჩვენი დღევანდელი მოლოცვა და ჩვენი ლოცვა თქვენთვის“, - თქვა მიტროპოლიტმა თეოდოსმა.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.