ემე იერარქის წინადადებით, რუსეთის ეკლესიას 5 წლით უნდა შეუწყდეს ავტოკეფალია
2022 წლის 6 თებერვალს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პერისტერიის მიტროპოლიტი გრიგოლი გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ხუთი წლის ვადით შეუწყდეს ავტოკეფალია, იუწყება ბერძნული გამოცემა „დოგმა“.
ემე-ის იერარქის აზრით, რუსეთის ეკლესიას ხუთი წლით უნდა შეუწყდეს ავტოკეფალია და სასწრაფოდ უნდა იყოს მოწვეული სრულიადმართლმადიდებლური სინოდი „რუსული განხეთქილების“ რეგულირებისთვის, რომელიც წარმოიშვა აფრიკაში რმე-ის ეგზარქატის შექმნასთან დაკავშირებით.
მიტროპოლიტი გრიგოლს არალოგიკურად მიაჩნია რმე-ის გამოსვლა ალექსანდრიის საპატრიარქოს წინააღმდეგ, რადგამ მეუ-ს ავტოკეფალია ფანარიონმა მიანიჭა, ამიტომ პირველ რიგში მის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყვნენ.
ის დარწმუნებულია, რომ რაც რუსეთის ეკლესიამ აფრიკაში მოიმოქმედა, „იგივეს გააკეთებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და შემდგომში ელადის ეკლესიის ტერიტორიაზეც. მხოლოდ უნდა დაველოდოთ, როდის მოვლენ“.
მისი აზრით, ავტოკეფალია მოსკოვს 1589 წელს ორი პირობით მიაკუთვნეს - აწარმოონ მოღვაწეობა საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში და იურთიერთონ სხვა ეკლესიებთან. ეს ორი პირობა, თვლის ემე-ის იერარქი, მოსკოვის მიერ არ სრულდება და ფანარიონის მეთაურმა რმე-ს უნდა შეუწყვიტოს ავტოკეფალია ხუთი წლით და ჩამოართვას მიტროპოლიტის ხარისხი ლეონიდეს და არა რიგით მღვდლებს.
„ეს პრობლემა გადასაწყვეტია. მე გამოვედი წინადადებით და ვთქვი, რომ უნდა შეწყდეს, ხუთი წლით გამოცხადდეს გაუქმებულად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსები ერთდროულად შევლენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდში. ამ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიც მათ მიიღეს დეკემბერში (ეგზარქატის შექმნა)“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ელადის ეკლესიაში საბერძნეთსა და თურქეთში რმე-ის „ექსპანსიის“ შეეშინდათ.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.