უმე-ს საქმეთამმართველი: გაჩაღებული პანიკა და ხმები სულში სიმშვიდეს არღვევენ
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი, სტატიაში, რომელიც გამოაქვეყნა გამომცემლობამ «Вести», აფრთხილებს ხელოვნურად გაჩაღებული პანიკისა და მანიპულაციების აყოლის შესახებ.
„შიში სიცოცხლის მკვლელია. როდესაც ის მყარად ისადგურებს გულებში, ხალხი მომენტალურად კარგავს ირგვლივ განვითარებული მოვლენების ძაფს. მათ ყველაფერი ხელიდან უცვივათ, აზრები მუდმივ ქაოსშია, ხოლო ერთი სასოწარკვეთა ახალი სასოწარკვეთით იცვლება“, - აღნიშნა იერარქმა.
ასეთ მდგომარეობას ძნელად თუ ვუწოდებთ სრულყოფილ ცხოვრებას და მას მართლაც ნამდვილ თვითნგრევამდე მივყავართ, - როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე სახელმწიფო დონეზე.
„სწორედ ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია არ ავყვეთ პანიკას. განსაკუთრებით, თუ ის ხელოვნურად იქმნება და თვით ზეცამდეც კი ღვივდება. ზოგადად, ეს ძლიერ მნიშვნელოვანი საკითხია“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა.
მისი სიტყვებით, პანიკური განწყობის შედეგად ირღვევა არა მარტო სულიერი სამყარო, არამედ მთელი საზოგადოების კეთილდღეობის საფუძვლები.
„ახლა ჩვენ თავს დაგვტრიალებს მორიგი ხმებისა და ვარაუდების მთელი ტალღა. ეს ძალზე რთულ პერიოდში ხდება, როდესაც საქმე გვაქვს მთელ რიგ სერიუზულ პრობლემებთან საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის სხვადასხვა სფეროში“, - დაამატა უმე-ს საქმეთა მმართველმა.
ქრისტიანისთვის, ხაზი გაუსვა მან, მთავარია, რომ არ აყვეს მანიპულაციებს, პანიკასა და ცრუ ხმებს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ გარკვეული მანიპულაციების აყოლა ადამიანს ყოველთვის განაშორებს ღმერთისგან. ვინაიდან ამით აშკარად მჟღავნდება უიმედობა, უნდობლობა ღვთისა და მისი ჩვენზე ზრუნვისადმი. როგორც ცნობილია, ღმერთი არასდროს არ ტოვებს მას, ვისაც მისი წყალობისა და მფარველობის იმედი გვაქვს“, - განმარტა იერარქმა.
მან გაიხსენა ღირსი პაისი ათონელის სიტყვები: „იქცეოდე მარტივად და ღვთისადმი სრული ნდობით. მიანდე ღმერთს შენი მომავალი და იმედები. ამით ჩვენ გარკვეულწილად ვავალდებულებთ მას ჩვენს შეწევნას. ხომ იცით, როგორ იცვლება ყველაფერი, თუ ღვთისადმი სასოება გაქვთ? ღვთის მოკავშირედ ყოლა, სახუმარო საქმე როდია. ღვთისთვის არ არსებობს გართულებული მდგომარეობა, მისთვის ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს. ღვთისთვის ყველაფერი მარტივია...“
„ამ ყველაფრის შუქზე, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა იმისა, რომ თავი ვიგრძნოთ მოსიყვარულე, მოწყალე და ყოვლისშემძლე უფლის ხელში. მაშინ ჩვენს გულებში არასდროს არ დაისადგურებს შიში, პანიკა და სასოწარკვეთა. რადგან გულები სავსე იქნებიან ღვთისადმი სიყვარულითა და ხვალინდელი დღის რწმენით“, - დაასკვნა ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა.
მანამდე მჟკ წერდა „პატრიოტული“ კონფესიების როლზე ისტერიის გაღვივებაში რფ-ს უკრაინაში შეჭრის ირგვლივ.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.