უკრაინის ინტეგრაცია ეს-თან შეუძლებელია ვატიკანთან კავშირის გარეშე, - იურაში

უმე-ს ცნობილი მოწინააღმდეგე და უკრაინის ახლადდანიშნული ელჩი ვატიკანში ანდრეი იურაში დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ვერ შეძლებს  ევროკავშირში ინტეგრირებას რმე-სთან ურთიქერთქმედების გარეშე. ამის შესახებ მან განაცხადა risu.ua-თან ინტერვიუში.

იურაშის სიტყვებით, უკრაინა არის სახელმწიფო, რომელიც თავს თვლის დასავლეთის ცივილიზებული ევროპული სამყაროს ნაწილად.

„უკრაინის ორგანული ინტეგრაცია ევროკავშირში წმინდა საყდართან ურთიერთქმედების გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა იურაშმა.

გარდა ამისა, ვატიკანში უკრაინის ელჩის აზრით, სამოციქულო საყდარს ამ თანამშრომლობაში თავისი ინტერესი გააჩნია: გლობალური მისიის განხორციელება აღმოსავლეთ ევროპაში შეუძლებელია უკრაინის გათვალისწინების გარეშე.

„მართალი რომ გითხრათ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ასეთი რეალურად თბილი ხასიათის ურთიერთობები  შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფოებს შორის“, - უკვირს ანდრეი იურაშს.

ამას წინათ მჟკ წერდა, რომ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა ვატიკანთან კონკორდატზე ხელის  მოსაწერად ემზადება. ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად, უკრაინამ უნდა უზრუნვეყოს კათოლიკური ეკლესიისთვის პრივილეგირებული პირობები, სხვა კონფესიებთან შედარებით.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.