რმე აფრიკის კონტინენტიდან უკვე აღარ წავა, - კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გააგრძელებს თავის მისიას აფრიკის კონტინენტზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები მსოფლიო მართლმადიდებლობაში, თქვა აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსმა, კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდემ თავის telegram-არხზე გამოქვეყნებულ კომენტარში მასმედიისთვის, რომელიც ეხებოდა ალექსანდრიის საპატრიარქოს ინიციატივას „პენტარქიის“ საბჭოს მოწვევის თაობაზე აფრიკაში რმე-ის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნასთან დაკავშირებით.

„მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფრიკის კონტინენტიდან უკვე აღარ წავა“, - აღნიშნა აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსმა. ის დარწმუნებულია, რომ ეკლესიების უმრავლესობა მხარს დაუჭერს რმე-ის გადაწყვეტილებას, რადგან ისინი ხედავენ მის სიმართლეს.

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმ კანონიკურობაზე, რომელსაც ვიცავთ. მაგრამ მე ერთი წამითაც ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობის მთელი სისავსე - მხედველობაში მაქვს ბევრი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესია - რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერენ ჩვენს გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ, მათ ესმით,  სიმართლე ჩვენთან არის, ჩვენს მხარეზეა“, - დაამატა მიტროპოლიტმა ლეონიდემ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, რმე-ის აგზარქოსი აფრიკაში თვლის, რომ 5 ეკლესიის წინამძღოლთა თათბირის („პენტარქია“, - რედ.) ჩატარების შემთხვევაში, მასში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ბერძენი წინამძღოლები, რაც გამოიწვევს ამ პროცესის მონაწილეთა საბოლოო დისკრედიტირებას.

წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.

საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს

კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .

ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება

24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.

სამთავისისა და კასპის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები ფუნქციონირებს

ყოველკვირეული შეხვედრები ბავშვებსა და მოზარდებში მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებასა და განვითარებას ემსახურება.

ბულგარეთის პატრიარქი ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერს ეწვია

ვატოპედის წინამძღვარი და ძმები შეხვდნენ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ათონის სალოცავებში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.