თათბირი ბერძენთა ვიწრო წრეში, - რმე-ის ეგზარქოსი „პენტარქიის“ მოწვევაზე

კლინის მიტროპოლიტმა ლეონიდემ განაცხადა, რომ ალექსანდრიის პატრიარქის თეოდორე II-ს მიერ ინიცირებულ 5 ეკლესიის წინამძღვართა თათბირზე, აფრიკაში რმე-ის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნასთან დაკავშირებით, მონაწილეობის მიღება მხოლოდ ბერძენ წინამძღვრებს შეუძლიათ, რაც ამ პროცესის მონაწილეების საბოლოო დისკრედიტირებას გამოიწვევს. ამის შესახებ მან თავის telegram-არხზე დაწერა.
აფრიკაში საპატრიარქო ეგზარქოსმა ეჭვი გამოთქვა, რომ ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიარქოების წინამძღვრები მიიღებენ პატრიარქ ბართლომეს მოწვევას, რომელსაც შეიძლება მცდელობა ჰქონდეს, რომ „პენტარქიის“ თათბირი მოიწვიოს.
„რა თქმა უნდა, მე ხელს ვერ მოვაწერ ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების წინამძღვრების გამო, მაგრამ არა მგონია, რომ ამ „კრებაში“ ეკლესიის ამ ორმა სვეტმა მიიღოს მონაწილეობა.
ვფიქრობ, რომ მაქსიმალური, რასაც ამ პროცესის დღევანდენდელი ფიგურანტები მიაღწევენ, ეს არის ტრიო: ელადა, ფანარიონი და ალექსანდრია. ამით მოხდება მათი საბოლოო და უეჭველი დისკრედიტირება მსოფლიო მართლმადიდებლობის წინაშე“, - თქვა მიტროპოლიტმა ლეონიდემ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ალექსანდრიის პატრიარქმა გააგზავნა დელეგაცია წერილით კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან მოწოდებით, რომ მოიწვიოს 5 ეკლესიის წინამძღვართა თათბირი აფრიკაში რმე-ის საპატრიარქო ეგზარქატის შექმნასთან დაკავშირებით.
წაიკითხეთ ასევე
წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.
საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს
კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.
თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .
ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება
24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.
სამთავისისა და კასპის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები ფუნქციონირებს
ყოველკვირეული შეხვედრები ბავშვებსა და მოზარდებში მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებასა და განვითარებას ემსახურება.
ბულგარეთის პატრიარქი ათონის მთაზე ვატოპედის მონასტერს ეწვია
ვატოპედის წინამძღვარი და ძმები შეხვდნენ ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ათონის სალოცავებში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.