დრაბინკო პოლონეთში ვიზიტის კრიტიკაზე: ქრისტეს მსგავსად,პასუხისთვის მზად ვარ

მეუ-ს „მღვდელმთავარმა“ ალექსანდრემ (დრაბინკო) განაცხადა, რომ,  მისი ცნობებით, პოლონეთის ეკლესიის იერარქებმა ქვეყანაში მისი ვიზიტის გამო მიმართეს პროტესტით ფანარიონს, მაგრამ ის მზად არის, რომ  ყველაფერი განმარტოს.

დრაბინკომ თავი ქრისტეს შეადარა და განაცხადა, რომ მაცხოვრის მსგავსად „მზად არის პასუხი აგოს თავისი ყოველი ქმედების გამო“ და პასუხისმგებლობა აიღოს, თუ ვინმე „კანონიკური წესის თანახმად“ იტყვის, რა დააშავა მან. „როგორც ქრისტე, რომელიც იდგა სამსჯავროზე და ამბობდა: „თუ დამნაშავე ვარ, მითხარი რაში, თუ არ ვარ დამნაშავე, მაშინ რატომ მცემ“, - თქვა მეუ-ს „იერარქმა“.

მისი სიტყვებით, პოლონეთის ეკლესიის რეაქციის შესახებ  მას სატელეფონო საუბარში  მეუ-ს „იერარქმა“ სვიმეონმა (შოსტაცკი) შეატყობინა.

„რით არის გამოწვეული უკმაყოფილება, რასთან არის ის დაკავშირებული, არ ვიცი, ვინაიდან მე კერძო ვიზიტი მქონდა პოლონეთის საერთაშორისო ორგანიზაციის „საფუძველის“ მიწვევით. ისინი ჩემი მეგობრები არიან და მომმართეს თხოვნით, რომ ჩამეტარებინა  მაზეპას სახარების პრეზენტაცია“, - ყვებოდა უმე-ის ექს-მიტროპოლიტი.

დრაბინკომ აღნიშნა, რომ „თუ ამ ყველაფრის წერა დაიწყო მჟკ-მ  და თვითონვე დაადანაშაულა გენერალური კონსული კრაკოვში, უკვე გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეს  დადებითი მოვლენაა და სწორედ ეს აწუხებთ მათ“.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს დრაბინკომ ორი ვიზიტი განახორციელა პოლონეთში - 2022 წლის იანვარში და 2021 წლის დეკემბერში.

2021 წლის 9 დეკემბერს კრაკოვში უკრაინის კონსულთან ვიაჩესლავ ვოინაროვსკისთან შეხვედრის დროს დრაბინკომ  მასთან ერთად განიხილა საკითხი, თანახმად ოფიციალური ინფორმაციისა, რომელიც ეხება „პოლონეთში მრავალრიცხოვანი უკრაინული თემის სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას“, რაც მიუთითებს პოლონეთში მეუ-ს „იერარქის“ ვიზიტის არც თუ ისე „კერძო“ ხასიათზე. შესაძლებელია, სწორედ ეს განცხადება გახდა პოლონეთის ეკლესიის იერაქთა რეაქციის მიზეზი.

მანამდე მჟკ წერდა, რომ დრაბინკომ პოლონეთში  კონსულთან  ერთად განიხილა უკრაინელთა „სულიერი მოთხოვნილებების“ საკითხები.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.