ვატიკანის ცნობით, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას 250 000 ადამიანი დაესწრო
პაპ ფრანცისკეს კუბო სახარებით. 2025 წლის 26 აპრილი, ფოტო: vaticannews
2025 წლის 26 აპრილს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპ ფრანცისკის დაკრძალვას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 250 000 ადამიანი დაესწრო, მათ შორის რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური. ამის შესახებ ინფორმაციას VaticanNews-ის ვებგვერდი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ლათინურ ენაზე საზეიმო ლიტურგია პაპების დაკრძალვის გარკვეულწილად გამარტივებული რიტუალის მიხედვით აღესრულა, რომელიც 2024 წელს პაპ ფრანცისკეს ინიციატივით განახლდა.
პაპ ფრანცისკეს დაკრძალვა მისივე სურვილის შესაბამისად, ტრადიციიდან გარკვეული გადახრებით გაიმართა. ტრადიციული სამი კუბოს ნაცვლად (კვიპაროსის, ტყვიისა და მუხისგან დამზადებული), პონტიფიკოსმა ანდერძით დაამტკიცა, რომ გამოყენებულიყო მხოლოდ ერთი - ხის კუბო, რომელიც თუთიით იქნებოდა დაფარული.
ფრანცისკემ ასევე ისურვა, რომ დაკრძალულიყო არა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ ვატიკანის გარეთ, მის საყვარელ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში. გამოსამშვიდობებელი წირვა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა, საიდანაც პონტიფიკოსის ცხედარი „სიკვდილის კარით“ 10 ტონიანი სამგლოვიარო ზარის ხმაზე გადაასვენეს.
ცერემონიის ირგანიზატორმა, კარდინალმა ჯოვანი ბატისტა რემ, 250 000 მომლოცველს სიტყვით მიმართა და ღრმა მადლიერება გამოხატა ვატიკანში ჩასული ყველა ადამიანის - სახელმწიფოს მეთაურების, სამთავრობო დელეგაციების, ეკლესიისა და სამოქალაქო ხელისუფლების, მორწმუნეებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენლების მიმართ.
მისი თქმით, „მათი მონაწილეობა პაპისადმი სიყვარულისა და პატივისცემის თვალსაჩინო ნიშანი გახდა, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თანამედროვეთა გონებასა და გულებში“.
დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს და ალექსანდრიის საპატრიარქოების წინამძღვრები და წარმომადგენლები; კვიპროსის ეკლესია, საბერძნეთის ეკლესია, ალბანეთის ეკლესია, მაკედონიის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია.
როგორც მჟკ-მა დაწერა, ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს დაკრძალვა 15 ენაზე პირდაპირ ეთერში გადასცა.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.