უნეტარესმა კიევ-პეჩერის ლავრაში მწუხრი ჩაატარა, რომლის დროსაც გარდამოხსნა გამოაბრძანეს

მისი უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე კიევ-პეჩორის ლავრაში წირვას აღავლენს. ფოტო: УПЦ

2025 წლის 18 აპრილს, დიდ პარასკევს, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ კიევ-პეჩერის ლავრის ღირსი  აღაპიტეს ტაძარში ჩაატარა მწუხრი, რომლის დროსაც გამოაბრძანეს წმინდა გარდამოხსნა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, იუწყება უმე-ს პრეს-სამსახური.

წინამძღოლთან თანამსახურებდნენ უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტი ანტონი, ირპენის ეპისკოპოსი ლავროსი, ბოროდნიანსკის ეპისკოპოსი მარკოზი და მონასტრის სამღვდელოება. 

გარდამოხსნის გამობრძანების შემდეგ უნეტარესმა მეუფემ ქადაგებით მიმართა მრევლს.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა წაიკითხა დიდი პარასკევის მცირე მწუხრის „უფლის ჯვარცმისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დატირების“ საგანგებო კანონი.

დასასრულს წინამძღოლი, მღვდელმსახურები და მორწმუნეები მუხლმოდრეკით მიეახლნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გარდამოხსნას.

დიდი პარასკევის წინა დღით, 17 აპრილს, მიტროპოლიტმა ონოფრემ ღირსი  აღაპიტე პეჩერელის ტაძარში ჩაატარა ცისკარი 12 ვნების სახარების კითხვით. ხოლო დიდ ხუთშაბათს, დილით - მწუხრი და წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია.

მანამდე მჟკ-მ ვნების შვიდეულის მოვლენები დღეების მიხედვით აღწერა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.