არგენტინაში შეიკრიბნენ რუსეთის, ანტიოქიის და სერბული ეკლესიების იერარქები

სამი ეკლესიის მღვდელმსახურები საერთო ღვთისმსახურებაზე. ფოტო: southamerica.cerkov.ru

2022 წლის 23 იანვარს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში სამი ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრებმა საღმრთო ლიტურგია აღავლინეს, იუწყება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიის ვებგვერდი.

წმინდა კნიაზი ალექსანდრე ნეველის სახელობის სამლოცველოში წირვა აღავლინეს ბუენოს-აირესისა და სრულიად არგენტინის მიტროპოლიტმა სანტიაგომ (ანტიოქიის საპატრიარქო), ბუენოს აირესისა და სამხრეთ ცენტრალური ამერიკის ეპისკოპოსმა კირილმა (სერბეთის საპატრიარქო), კარაკასისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსმა იოანემ (რმე საზღვარგარეთ) და არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსმა ლეონიდმა (რმე).

ეპისკოპოსებთან ერთად მსახურობდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არგენტინის ეპარქიის მდივანი, დეკანოზი სერგი იურინი და ქალაქ სან-მარტინის წმინდა იობ პოჩაეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ალექსეი ლისენკო. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მოხდა ნათლისღების დღესასწაულის დიდება, შემდეგ ეპისკოპოსმა კირილემ წმინდა თეოფანე განმარტოებულის ლოცვა აღავლინა.

მიტროპოლიტმა სანტიაგომ აღნიშნა არგენტინაში მოღვაწე მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს შორის ქრისტესმიერი ძმობა. ,,ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, რომლებიც ვმსახურობთ აქ, არგენტინაში, ბუენოს აირესში, ვგრძნობთ თავს ქრისტეს ძმებად. მოგეხსენებათ, მოსკოვის, ანტიოქიის და სერბეთის საპატრიარქოებს დიდი ხნის ღრმა მეგობრობა აკავშირებთ“, - განაცხადა ანტიოქიის ეკლესიის იერარქმა.

ეპისკოპოსმა კირილემ მადლობა გადაუხადა ეპისკოპოს ლეონიდს ერთობლივი ძმური მსახურების მოწვევისთვის. „ყოველთვის ძალიან შთაგონებული ვარ იმ შესაძლებლობით, რომ ძმებთან, ეპისკოპოსებთან, მღვდლებთან და მორწმუნე ხალხთან ერთად აღვნიშნო ღვთისმსახურება. ეს არის ქრისტეში ჩვენი ერთიანობის დასტური“, - განაცხადა სერბეთის ეკლესიის იერარქმა.

როგორც მჟკ იტყობინება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ორი მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს შეხვდა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.