სასწრაფოდ უნდა მოხდეს წინამძღოლთა თათბირის მოწვევა, - კვიპროსის იერარქი
ტამასოსის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: romfea.gr
კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავარმა, ტამასოსისა და ორინისის მიტროპოლიტმა ისაიამ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებულია მისი მიტროპოლიის საიტზე, აზრი გამოთქვა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა თათბირის სასწრაფო მოწვევის აუცილებლობაზე.
„სანამ მართლმადიდებლობის კრიზისი გრძელდება, მისი მტრები მოულოდნელი „საჩუქრის“ მოხარულები იქნებიან, რომელსაც ჩვენი ხელით ვუმზადებთ მათ. ამ საფრთხის წინაშე აუცილებელია ჩვენი წინამძღოლების თათბირის მოწვევა, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლებში პირველის თანასწორთა შორის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს თავმჯდომარეობით, რომელსაც აგრეთვე ამ თათბირის მოწვევის პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც ეს წარსულში ხდებოდა, 2018 წლამდე, როდესაც, თუნდაც რთულად, მაგრამ მაინც ბევრი პრობლემა წყდებოდა,“, - თვლის მიტროპოლიტი.
კვიპროსის იერარქი აფრთხილებს მიმდინარე კრიზისის შესაძლო საშიში შედეგების შესახებ.
„ეს გაუგებრობისა და ჩვენს შორის ერთობის წყვეტის მდგომარეობა, თავისი განვითარების შესაბამისად, ზედმიწევნით ამახინჯებს ყველაფერს, რასაც ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვიცავთ, ახლა კი, თუ ამ გზას გავაგრძელებთ, რომელსაც არსად არ მივყავართ, დროთა განმავლობაში ჩვენს ეკლესიებს ჩაკეტილ რელიგიურ ჯგუფებად გადავაქცევთ“, - აღნიშნავს მიტროპოლიტი ისაია.
მჟკ წერდა, რომ, კვიპროსის იერარქის აზრით, რმე-ის ეკზარქატი აფრიკაში მეუ-ს შექმნის შედეგია.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.