უმე-ს საქმეთა მმართველი: განხეთქილების ლიდერები მარიონეტები არიან

უმე-ს საქმეთმმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: rusk.ru

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა ტელეარხ UkrLive-თან ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომ უკრაინის განხეთქილების ლიდერები ვერ ახდენენ გავლენას გაყოფის სიტუაციაზე, რადგან თავიანთ ქმედებებში ბოლომდე დამოუკიდებლები არ არიან.

„ყველაფერი ღვთის ხელშია. მართალია, ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ სურვილს, რომ ნაპოვნი იყოს ამ საკითხის გადაწყვეტის სწორი საეკლესიო გზა, მაგრამ იმ  ძალებსაც ვერ ვხედავთ, რომლებიც ამ საკითხის მოაგვარებას ხელს შეუწყობდნენ. ალბათ, ცოტა რამ არის დამოკიდებული მათზე, ვინც ახლა უკრაინაში განხეთქილებას ხელმძღვანელობს. ასე თუ ისე, როგორც ვხედავთ, ისინი მარიონეტები არიან უფრო ძლიერი, პოლიტიკური ენით რომ ვთქვათ, „მოთამაშეების“ ხელში არა მარტო საეკლესიო წრეში, არამედ მსხვილ გეოპოლიტიკურ ველზე“, - თვლის მეუფე ანტონი.

მიტროპოლიტმა ანტონმა ხაზი გაუსვა, რომ განხეთქილების გადალახვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კრებითად და საეკლესიო კანონთა ბაზაზე.

„გარდა ამისა, ჩვენ, როგორც მორწმუნე ხალხს, იმედი გვაქვს, რომ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. უკრაინის საზოგადოება იმის ღირსია, რომ მართლმადიდებლები ერთიანები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ შეთანხმებით უნდა წყდებოდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ  ჩვენი ეკლესიის ძირითადი პოზიციას, რომ ყველაფერი საეკლესიო კანონებს უნდა ეფუძნებოდეს. იმ ტრადიციას, რომელიც ჩვენი მოსაგრეების სისხლით და ოფლით არის აშენებული და რომელმაც თავისი სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა. ამიტომ ყველაფერი შეთანხმებით, კრებითად  უნდა წყდებოდეს“.

მჟკ წერდა, რომ, უმე-ს საქმეთა მმართველის აზრით, განხეთქილების ლეგალიზების საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.