პატრიარქი კირილი პუტინს: რუსული ეკლესია სრულად უჭერს მხარს სსო-ს
პუტინი და პატრიარქი კირილი ერთმანეთს რეგულარულად ულოცავენ სხვადასხვა დღესასწაულს. ფოტო: сайт РПЦ
2025 წლის 23 თებერვალს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა წერილი გაუგზავნა ვ.პუტინს სამშობლოს დამცველის დღესთან დაკავშირებით, იუწყება მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდი.
წერილში მან დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში, „მიჰყვებიან თავიანთი წარჩინებული წინამორბედების საუკეთესო ტრადიციებს, გვერდიგვერდ დგანან და იცავენ სამშობლოს, იცავენ მის სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს და წვლილი შეაქვთ წმინდა რუსეთის ისტორიულ მიწებზე მშვიდობიანი და აყვავებული ცხოვრების უზრუნველყოფაში“.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრები და მწყემსები დაუღალავად მოუწოდებენ მთელ საზოგადოებას გაერთიანებისა და მოქმედებისკენ, მტკიცედ ირწმუნონ და ილოცონ მათთვის, ვინც იცავს ჩვენს ქვეყანას მტრული ძალებისგან და რუსეთის ჭეშმარიტი სულიერი თავდასხმებისგან’’ - თქვა რმე-ის მეთაურმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ კულტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რამდენი ეკლესია დააზიანა და გაანადგურა რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.