საბერძნეთში პაპი ბოდიშს უხდის მართლმადიდებლებს კათოლიკეების შეცდომების გამო
პაპი ფრანცისკე და საბერძნეთის ეკლესიის წინამძღვარი იერონიმე II. ფოტო: : vaticannews.va
2021 წლის 4 დეკემბერს რომის პაპმა ფრანცისკემ საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარ იერონიმე II-სთან შეხვედრისას მართლმადიდებლებს პატიება სთხოვა კათოლიკეების შეცდომების გამო, იუწყება vaticannews.va.
რომის პაპ ფრანცისკეს თქმით, ქრისტიანებს შორის განხეთქილების მიზეზი კათოლიკური ეკლესიის მხრიდან მოგებისა და ძალაუფლების სურვილი იყო, რასაც საერთო არაფერი აქვს სახარებასთან.
„ამქვეყნიური შხამებით მოვიწამლეთ, ეჭვის სარეველამ გაზარდა მანძილი ჩვენ შორის. სირცხვილით ვაღიარებ - კათოლიკურ ეკლესიასთან მიმართებაში - რომ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს აბსოლუტურად არაფერი ჰქონდათ საერთო იესოსთან და სახარებასთან, უპირველეს ყოვლისა მოგების და ძალაუფლების სურვილით ნაკარნახევი, ასუსტებს ზიარებას. ჩვენ მივეცით საშუალება, რომ ნაყოფიერება დათრგუნულიყო დანაყოფებით. ისტორიას აქვს თავისი წონა და დღეს მე ვგრძნობ საჭიროებას, კიდევ ერთხელ ვთხოვო შენდობა ღმერთსა და ძმებს მრავალი კათოლიკეს მიერ დაშვებული შეცდომების გამო“, - განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა ფრანცისკემ ახსენა საერთო სამოციქულო ფესვები, რომლებიც აერთიანებს კათოლიკეებსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს და მოუწოდა ერთმანეთის დახმარებას და არა პროზელიტიზაციისაკენ, ურთიერთთავისუფლების პატივისცემით.
„ისინი (საერთო ფესვები - რედ.) იმალება მიწისქვეშეთში და ხშირად მივიწყებულნი არიან, მაგრამ არიან და ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ეს არის სამოციქულო ფესვები. მხოლოდ სულიწმიდას შეუძლია გააფანტოს სიბნელე და გაანათოს ჩვენს გზაზე საფეხურები. ნუ გვეშინია ერთმანეთის, არამედ დავეხმაროთ ერთმანეთს, თაყვანი სცეს ღმერთს და ვემსახუროთ მოყვასს, არ ჩავერთოთ პროზელიტიზმში და პატივი ვცემ სხვის თავისუფლებას“, - დასძინა პაპმა.
თავის მხრივ, საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა იერონიმე II-მ შესთავაზა რომის პაპს ერთად დაუპირისპირდნენ თანამედროვე გამოწვევებს, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული, რის გადასაჭრელადაც, ემე-ის მეთაურის თქმით, საკმარისი ღონისძიებები არ ტარდება, ასევე მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად.
როგორც მჟკ-მ ადრე გვაუწყა, პოლიციამ ათენში მოხუცი სასულიერო პირი დააკავა იმის გამო, რომ ყვიროდა, რომ პაპი ერეტიკოსი იყო.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.