ევროკომისიამ გაიწვია ინსტრუქცია, რომელმაც "გააუქმა" შობა

ევროსაბჭოს კომისარი ჰელენა დალი. ფოტო: официальная Twitter-страница

ევროკომისია იძულებული გახდა "ინკლუზიური კომუნიკაციის ცნობარის"თაობაზე კრიტიკის ტალღის შემდეგ"გაეკეთებინა ნაბიჯი უკან"   .

ევროპული კომისიის კომისარმა თანასწორ უფლებათა საკითხებში ჰელენა დალიმ წარმოადგინა 30-გვერდიანი სახელმძღვანელო "გენდერულ-ნეიტრალური და ლგბტ-მეგობრული ენის" გამოყენებისთვის. დოკუმენტს აქვს ევროკომისიის შიდა ინსტრუქციის სტატუსი.

შობის დღესასწაულის არდადეგების პერიოდისთვის განსაზღვრული იყო გამოთქმის "დღესასწაულების პერიოდი"-ს გამოყენება. "ჰომოსექსუალებისა" და "ლესბოსელების" ნაცვლად შესთავაზეს "ერთსქესიანი წყვილი", ხოლო "ხელთქმნილი"(man-made-სიტყვა-სიტყვით"შექმნილი ადამიანისგან/ მამაკაცისგან") და "ქალბატონებო და ბატონებო" ივარაუდეს შეეცვალათ "სინთეტიკური" და "კოლეგები" შესაბამისად.

ინსტრუქციამ იტალიური კონსერვატიული გამოცემა «Il Giornale»-ს ყურადღება მიიპყრო. შემდგომ ინსტრუქციის კრიტიკით გამოვიდა რამდენიმე ევროპელი მემარჯვენე პოლიტიკოსი.

დალი, რომელმაც 26 ოქტომბერს Twitter-ში გამოაქვეყნა თავისი სურათები ინსტრუქციებით და სიამაყით დოკუმენტის გამო, ბოდიში მოიხადა:

"ჩემი ინიციატივა, შემუშავებულიყო გაიდლაინები, როგორც შიდა დოკუმენტი კომისიის წევრებს შორის მათი მოვალეობების შესრულებისას კომუნიკაციისთვის, მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას: ევროპული კულტურის მრავალფეროვნების ილუსტრირებას და ევროკომისიის ინკლუზიური ბუნების დემონსტრირებას საზოგადოების ყველა ფენასთან და რწმენასთან მიმართებაში...თუმცა, სახელმძღვანელოში გამოქვეყნებული ვერსია ამ მიზანს არ ემსახურება. ეს არის მოუმწიფებელი დოკუმენტი, რომელიც არ აკმაყოფილებს კომისიის ხარისხის ყველა სტანდარტს".

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ ადრე გამოსცა ანალოგიური რეკომენდაციები კომისიისთვის, თუმცა მათში არ იყო სიტყვათა გამოყენების ასეთი კონკრეტული მაგალითები.

ადრე ევროკომისიის მეთაურმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში ადგილი არა აქვს ლგბტ-სგან თავისუფალ ზონებს. ხოლო ოქსფორდის ლექსიკონში ცნება "მამაკაცი" და "ქალი" ჩაანაცვლეს ლგბტ-სთან უფრო მეგობრულ ჩარჩოებში.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.