ეპიფანემ მეუ მოციქულ პავლეს შეადარა

ეპიფაე დუმენკო (ცენტრში) და მეუ-ს წარმომადგენლები. ფოტო: pomisna.info

2021 წლის 21 ნოემბერს მეუ-ს მეთაურმა ეპიფანე დუმენკომ თავისი სტრუქტურა მოციქულ პავლეს შეადარა, ხოლო ისინი, ვინც მეუ არ აღიარა, - მოციქულ პეტრეს, იუწყება დუმენკოს ორგანიზაციის საიტი.

მთავარანგელოზ მიქაელის დღეს, ქადაგებაში დუმენკო  თავის მსმენელებს უხსნიდა, რომ სიტყვები „კანონი“ და „კანონიკური“ ნიშნავს „წესს“ და „სწორს“. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ „კანონთა თანამედროვე დამცველები, როგორც მაშინ მწიგნობრები და ფარისევლები  თავიანთ თავს მიიჩნევდნენ, ახლა „კანონიკური ეკლესიის“ განსაზღვრებას მიიწერენ, ესე იგი „სწორს“, ხოლო ყველა სხვას, ვინც არ ეთანხმება და არ მისდევს მათ დანიშნულებებს, „არაკანონიკურს“ უწოდებენ“.

მან კანონიკური ეკლესია კანონთა დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ათწლეულებია, რაც ეს კანონთა ქომაგები გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინულ ეკლესიას არავინ არ სცნობს და არავინ მასთან ურთიერთობას არ დაამყარებს, ამით ისინი ამართლებდნენ  ჩვენი  ერთობისგან განდგომას“.

შემდეგ ეპიფანემ მეუ მოციქულ პავლეს შეადარა: „ვინაიდან მათ არ გააჩნიათ არავითარი დადასტურებული ბრალდება ჩვენს წინააღმდეგ ისეთ მართლაც მნიშვნელოვან საკითხებში, როგორც საღვთისმეტყველო სწავლება, საეკლესიო ცხოვრების მოწყობა, წმინდა გადმოცემის დაცვაა, ამიტომ გვადანაშაულებენ იმაში, თითქოს ჩვენ ვარღვევთ კანონებს - ისე, როგორც ცრუძმები ადანაშაულებდნენ პავლე მოციქულს, რომ ის მოსეს კანონს არღვევდა“.

დუმენკო, რომლის სტრუქტურა შეიქმნა ეკლესიის კანონების საწინააღმდეგოდ, დარწმუნებულია, რომ მეუ-ს წარმომადგენლებს „არასდროს არ დაურღვევიათ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, ეკლესიის ცხოვრების მოწყობის დადგენილი კანონები“.

მან აგრეთვე თქვა, რომ კანონიკურ ეკლესიასთან „კამათში“, „რომელიც უკვე ათწლეულები მომდინარეობს, ღმერთმა დაგვანახა, ვინ არის მართალი და ვინ ცდება“, რადგან ფანარიონის მეთაურმა „სამი წლის წინ სინოდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილებები და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა დაამტკიცა“.

 მაგრამ იმის მაგივრად, რომ მოუსმინონ არა ჩვენს,  მათი ძმების ხმას, არამედ მსოფლიო პატრიარქის, რომელსაც ეს კანონისმცველნი თავად ემიჯნებიან  და განიკითხავენ,  განიკითხავენ ყველა წინამძრვარს, ყველა ადგილობრივ ეკლესიას, რომლებმაც ეს სასიკეთო გადაწყვეტილება გაიზიარეს  და მათ წინააღმდეგ ქრისტიანებს ამხედრებენ“, - თქვა დუმენკომ.

მისი სიტყვებით, ეს ყველაფერი გავს სიტუაციას, სადაც „ძველი კანონის ქომაგები დასდევდნენ პავლე მოციქულს და ამხრდრებდნენ ადგილობრივ ეკლესიებს, ასწავლიდნენ, რომ მხოლოდ მათი ხედვაა „კანონიკური“, ხოლო მოციქულის ქადაგება „არაკანონიკურია“, რადგან არ ითვალისწინებს მათ კანონიკურობას, მამების განმარტებებს და გადმოცემებს“.

 ცრუძმებმა აგრეთვე, როგორც ცნობილია, პავლე მოციქული და ზოგიერთი სხვა მოციქული დროებით გადაიბირეს და მათ შეწყვიტეს იმ ქრისტიანებთან ურთიერთობა, რომლებიც წარმართობიდან იყვნენ მოქცეულები, თუმცა პავლე მოციქულთან ურთიერთობას არ გაურბოდნენ“, - აღნიშნა დუმენკომ.

მან გააგრძელა, რომ „პეტრეს მსგავსად იმ დროს და ახლაც ზოგიერთი ეკლესია მსოფლიო პატრიარქთან ურთიერთობას არ უარყოფს, მაგრამ  ჩვენ წინასწარ გვემიჯნებიან“. დუმენკო დარწმუნებულია, რომ „ეს ცდუნება გაივლის“, ხოლო „ახალი კანონისმცველნი ან აღიარებენ საკუთარ შეცდომას და გამოსწორდებიან, დაუბრუნდებიან ეკლესიის მთელ სისავსესთან ერთობას, რომელსაც შეგნებულად ჩამოშორდნენ და ცალმხრივად გაწყვიტეს ევქარისტული ურთიერთობა, ან საბოლოოდ ჩამოშორდებიან ეკლესიას, მსგავსად გამხმარი ტოტებისა, რომლებიც ცოცხალი  ვაზიდან  ვარდებიან“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ფანარიონის იერარქმა ბართლომე მოციქულ პავლეს და იოანე ოქროპირს შეადარა.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.