საბერძნეთის ხელისუფლების განმარტება ტაძრებში ტესტების აუცილებლობაზე
ბკე-ის სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო ტაძრებში პსრ ტესტის გარეშე არ სეუშვას მრევლი. ფოტო: orthodoxtimes.com
2021 წლის 10 ნოემბერს საბერძნეთის ხელისუფლების პრეს-მდივანმა იანის ეკონომუმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრებში შესვლისას აუცილებელი პსრ-ტესტების შესახებ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წინადადების შემდეგ, იუწყება საბერძნეთის გამოცემა „რომფეა“.
ეკონომუს სიტყვებით, „ასაკოვანი ხალხი, რომლებიც კორონავირუსისადმი მიდრეკილები არიან, იკრიბებიან ტაძრებში და თუ ისინი ვაქცინირებულები არიან, მათი იმუნიტეტის პერიოდი უკვე გასულია. მაგრამ შეიძლება არც არიან ვაქცინირებულები. ამიტომ წმინდა სინოდთან თანამშრომლობის პირველივე მომენტიდან ჩვენ ვთქვით, რომ ვინც იქ დადის, მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს“.
პსრ-ტესტების აუცილებლობაზე გადაწყვეტილება, აღნიშნავს ხელისუფლების პრეს-მდივანი, ხელისუფლებამ ელადის ეკლესიის „წმინდა სინოდის წინადადებით“ მიიღო. გარდა ამისა, ტესტების შემოწმება ტაძარში შესვლისას დაეკისრება ხალხს, ვინც ეკლესიის მიერ არიან „უფლებამოსილები“, ხოლო სახელმწიფო ორგანოები დამატებით ტაძრებში მორწმუნეთა შერჩევით შემოწმებას ჩაატარებენ.
„მორწმუნეებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი დისციპლინირებულები უნდა იყვნენ“, - ხაზი გაუსვა საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ არავაქცინირებულებს ტაძრებში სიარული აუკრძალა პსრ-ტესტის გარეშე.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.