ღვთისმშობლის ტაძარი 7 დეკემბერს საზეიმო გახსნისთვის ემზადება, - BBC
საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის არქიეპისკოპოსის ლორან ულრიხის თანხლებით საკათედრო ტაძარს ეწვია. ფოტო: reuters
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი და პარიზის სავიზიტო ბარათი, ღვთისმშობლის ტაძარი მზად არის 7 დეკემბერს საზეიმო გახსნისთვის გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ, რესტავრაციას ხუთ წელზე მეტი დასჭირდა. 29 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჟურნალისტებთან ერთად ტაძარს ეწვია, იუწყება BBC News.
„ხანძრიდან ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგ ღვთისმშობლის ტაძარი ფერფლიდან აღდგა და შთამბეჭდავ სანახაობად იქცა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
მაკრონს ტაძრის დათვალიერებისას მისი მეუღლე ბრიჯიტი და პარიზის არქიეპისკოპოსი ლორან ულრიხი ახლდნენ. ხანძრის დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ისტორიული შენობა მთლიანად აღდგება და ეს მისი პრეზიდენტობის დროს მოხდებოდა. მრავალწლიანი სარემონტო სამუშაოების განმავლობაში მან რამდენჯერმე მოინახულა სამშენებლო მოედანი და აკონტროლებდა პროცესს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შენობის რესტავრაციაში მონაწილეობდა: „თქვენ შექმენით თქვენი ალქიმია აქ, ამ ადგილზე, ნახშირი აქციეთ ხელოვნებად“.
ტაძრის აღდგენა ქვეყანას 700 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ თანხის ნაწილი კერძო ინვესტორებმა გამოყვეს. პროექტის არქიტექტორების თქმით, გადახურვისთვის საჭირო ხის მასალა, ძირითადად მუხა, მთელი საფრანგეთიდან შეგროვდა. სწორედ ტაძრის ეს ნაწილი – სახურავი და შპილი – წარმოადგენდა უდიდეს პრობლემას რესტავრაციის დროს. სამუშაოებში 250 სამშენებლო კომპანია და ასობით სპეციალისტი იყო ჩართული.
ხანძარი ღვთისმშობლის ტაძარში 2019 წლის აპრილში გაჩნდა. ცეცხლმა გაანადგურა სახურავი, ორი კოშკი და შპილი, ასევე ხის კონსტრუქციული ელემენტები. მეხანძრეები, 500-ზე მეტი ადამიანი, ცეცხლს ცხრა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძოდნენ.
ახლა ნოტრ-დამის ცნობილი 96 მეტრიანი შპილი კვლავ აღმართულია პარიზის თავზე. გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის ხელმძღვანელობა ელოდება შეკვეთით დამზადებული ავეჯის მიწოდებას. ყველაფერი დანარჩენი მზად არის საზეიმო გახსნისთვის 7 დეკემბერს და შობის დღესასწაულზე.
როგორც მჟკ იტყობინება, საფრანგეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა როზელინ ბაშელოტმა განაცხადა, რომ საფრანგეთის პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონს სურდა ღვთისმშობლის ტაძრისთვის ფალოსის სახით ოქროს ბურთებით შპილის აღმართვა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.