მს სსუგ-ს მეთაურმა განაცხადა პატრიარქ კირილის პაპთან შესაძლო შეხვედრაზე
პატრიარქი კირილი და პაპი ფრანცისკე, 2016 წელი. ფოტო: РИА Новости
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ახალ შეხვედრას რომის პაპ ფრანცისკესთან გამოაცხადებენ ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე. ამაზე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო -საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების (მს სსუგ) ხელმძღვანელმა, ვოლოკამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
იერარქმა აღნიშნა, რომ საჭიროა ორ თემად დაყოფა- პაპის ვიზიტი რუსეთში და მისი შეხვედრა პატრიარქ კირილთან. თუ პონტიფიკოსის ვიზიტი არ დგას "ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების" დღის წესრიგში, მაშინ რელიგიური ლიდერების ახალი შეხვედრა, მისი აზრით, შედგება.
"ვფიქრობ, ეს შეხვედრა შედგება, მაგრამ ჩვენ არ გამოვაცხადებთ მას ერთი თვით ან რამდენიმე თვით ადრე. რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია არა უბრალოდ შეხვედრა, არამედ მისი შედეგები. წინა შეხვედრამ კარგი ნაყოფი გამოიღო",- თქვა მს სსუგ-ს მეთაურმა.
პატრიარქ კირილის პირველი შეხვედრა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან, რომელიც შედგა ჰავანაში 2016 წლის 12 თებერვალს, გამოაცხადეს მხოლოდ ერთი კვირით ადრე. მეორესაც ასევე მის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე გამოაცხადებენ, "როდესაც ჩვენ დავამთავრებთ მომზადებას", დაამატა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 6 ოქტომბერს მს სსუგ-ს მეთაური შეხვდა პაპ ფრანცისკეს ვატიკანში.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.