Kyipride-მა ბოდიში მოიხადა თარიღის არჩევისთვის და გადადო ლგბტ ფესტივალი
ლგბტ დროშა. ფოტო: ТСН
Kyiv Pride-ის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს 23-24 ნოემბერს დაგეგმილი Queer Propaganda Fest-ის გადადება. ფესტივალი დაემთხვა გოლდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, რომელიც ყოველწლიურად ნოემბრის ბოლო შაბათს აღინიშნება.
ამის შესახებ KyivPride-ის წარმომადგენლებმა ინსტაგრამზე განაცხადეს. მათ განცხადებაში შეცდომა აღიარეს: „მართალი ხართ - ჩვენ შევცდით თარიღს. Queer Propaganda Fest-ის მომზადებისას, ჩვენ ნამდვილად არ დავაკვირდით თარიღს. ჩვენ შემდგომში ვნახეთ, თუ რამდენი ადამიანი და პარტნიორი იყო აღშფოთებული ჩვენი გადაწყვეტილებით. ვინაიდან დაგეგმილი ფესტივალი არ არის გასართობი, არამედ საგანმანათლებლო ხასიათისაა, გადავწყვიტეთ მისი ჩატარება. მაგრამ მოგვიანებით, გუნდთან განხილვისა და ყველაფრის აწონ-დაწონვის შემდეგ, გადავწყვიტეთ ჩვენი ღონისძიების გადადება“.
ორგანიზატორებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმდნენ ღონისძიების ახალ თარიღებზე და ამზადებდნენ ახალ განცხადებას, ბოდიშს იხდიან შექმნილი უხერხულობის გამო.
მჟკ-მ დაწერა, რომ Kyivpride-ის განცხადებით ლგბტ ფესტივალის თარიღს არ გადაიტანდნენ Holodomor-ის გამო.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.