პოლიტ. მსოფლიო კონფერენციაზე ბართლომემ დაგმო რელიგიური ფანატიზმი

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე პოლიტიკოსთა მსოფლიო კონფერენციაზე. ფოტო: orthodoxtimes.com

1ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ მსოფლიო პოლიტიკის XIV კონფერენციის გახსნაზე, რომელიც იმართება აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებული ემირატები)  2021 წლის 1 -დან 3 ოქტომბრამდე, დაგმო რელიგიური ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის შემთხვევები, აღნიშნა რა რელიგიის მნიშვნელობა ადამიანებისა და ერების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის, იუწყება  orthodoxtimes.com.

 ფანარიონის მეთაურმა აუდიტორიას მიმართა ფრანგულ ენაზე და მოუწოდა სოლიდარობისკენ, გულახდილობისკენ, პასუხისმგებლობისა და ერთობლივი ქმედებებისკენ, აღნიშნა რა დიალოგის მნიშვნელობა როგორც პრობლემის გადაწყვეტის საშუალება.

იმავე დღეს პატრიარქი ბართლომე ქალკედონიის მიტროპოლიტ ემანუელისა და ვარნავის საპატრიარქოს დიაკვნის გრიგორიადის თანხლებით შეხვდა გაერთიანებულ არაბთა საემიროების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს საიფ ბენ ზად ალ ნახაიანს.

Facebook-ის მომხმარებლებმა, ამ პუბლიკაციის კომენტირებისას ფანარიონის მეთაურს ახალი მსოფლიო წესრიგის პატრიარქი უწოდეს. Irini Kilakos -მა  Orthodox Times -ის Facebook – «Patriarch of the NWO» -ს გვერდზე ახალი ამბების ქვეშ დატოვა  კომენტარი    (ახალი მსოფლიო წესრიგის პატრიარქი,-რედ.).

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაური შეხვდა მამა ფრანცისკეს და ანგლიკანთა მეთაურს ვატიკანში.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.