პატრიარქმა კირილმა ფანარიონის მეთაურს განხეთქილებაში მყოფი უწოდა
პატრიარქი კირილი. ფოტო: patriarchia.ru
2021 წლის 27 სექტემბერს სსკგ-ის თავმჯდომარის, ვოლოკალამის მიტროპოლიტ ილარიონისა და მისი მოადგილეებისთვის საეკლესიო ჯილდოების გადაცემის ცერემონიის დროს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე განხეთქილებაში წავიდა, გვატყობინებს რმე-ს სსკგ.
რუსეთის ეკლესიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ჩვენ ადამიანურად ძალიან განვიცდით, რომ დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი განხეთქილებაში წავიდა, რადგანაც ეზიარა განხეთქილებაში მყოფებს და აღიარა თვითმარქვიები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი კანონიერი ქიროტონია, არ ჰყავთ კანონიკური მღვდელმთავრები“.
ამასთან, პატრიარქმა კირილმა ხაზი გაუსვა: „გვესმის რა ჩვენი ჭეშმარიტების, დარწმუნებულები ვართ რა იმაში, რომ ვდგავართ წმინდა კანონების ურყევ საფუძველზე, მოძღვრულად, ადამიანურად უნდა ვეცადოთ იმას, რომ დავძლიოთ ეს რთული დრო მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებში“.
მან შეგვახსენა, რომ „საბერძნეთშიც და სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის გავლენის ქვეშ არიან, იმყოფებიან ჩვენი ძმები და დები, კეთილშობილი ბერები და მონაზვნები და რომ ჩვენთვის უდიდესია მწუხარება, რომ ერთის შეცდომების გამო მეორენი იტანჯებიან“.
სწორედ ამიტომ, განაცხადა პატრიარქმა, სსკგ-იმ, რჩება რა პრინციპულ კანონიკურ პოზიციებზე, „უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მსოფლიო მართლმადიდებლობა გამოვიდეს იმ მძიმე კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც ის იმყოფება“.
რმე-ს წინამძღოლმა შეგვახსენა, რომ ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი პრობლემები აქვს და ზოგჯერ, საკმაოდ რთულიც, თუმცა არა იმდენად შესამჩნევი, როგორც ეს მაგალითად, იყო საბჭოთა პერიოდში რუსულ ეკლესიასთან დაკავშირებით.
„ამიტომაც ჩვენი ერთობლივი სოლიდარობა, ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოვლინება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად“, - შეაჯამა პატრიარქმა კირილმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის სიტყვებით, პატრიარქი ბართლომე მსოფლიო ძალაუფლებისკენ ისწრაფვის.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.