უმე-ს იერარქმა მოინახულა ტაძრის წართმევას გადარჩენილი ს.მაიდანის თემი

მიტროპოლიტი ბარსონოფი ვინიცკის რაიონის სოფელ მაიდანში ღვთისმსახურებაზე. ფოტო: eparhia.vinnica.ua
2021 წლის 22 სექტემბერს ვინიცისა და ბარის მიტროპოლიტმა ბარსონოფმა ჩაატარა ახალი ტახტის კურთხევა წმინდა დიდმოწამე დიმიტრი სოლუნსკის ტაძარში ვინიცის რაიონის სოფელ მაიდანში. იუწყება ეპარქიის ოფიციალური საიტი.
უმე-ს მორწმუნეები ამ სოფელში ორი წლის წინ განიცდიდნენ შეტევებს მეუ-ს პროვოკატორებისგან. „იყო პროვოკაციები ამ ტაძარზე მეუ-ს წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ მორწმუნეებმა მღვდელთან ერთად დაიცვეს ერთულება უკრაინის მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესიისადმი“,- აღნიშნეს ვინიცის ეპარქიაში.
მიტროპოლიტმა ბარსონოფმა ასევე უხელმძღვანელა საღვთო ლიტურგიას ტაძარში. მასთან იმსახურეს ეპარქიის მდივანმა, არქიმანდრიტმა არკადიმ (სენჩუკოვსკი), დეკანოზმა ალექსეი მელნიჩუკმა, ლემეშევის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა მარკმა(ბარანოვსკი), დეკანოზმა ვიტალი პოგრებნიაკმა, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანტონ კოვტონიუკმა, ასევე კლირიკოსებმა და სტუმრებმა სამღვდელო ხარისხში. წირვაზე ლოცულობდა ბრაილოვის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ანტონია (სტეცენკო).
წირვის შემდეგ შედგა ჯვაროსნული მსვლელობა, რომლის დასრულების შემდეგ მეუფემ მადლობა გადაუხადა წინამძღვარ ანტონს სამრევლოში აქტიური მუშაობისთვის, ტაძრის რემონტისა და სატრაპეზოს მშენებლობისთვის. კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის კურთხევით ეპისკოპოსმა გადასცა დეკანოზ ანტონ კოვტონიუკს წმინდა თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი.
როგორც იუწყებოდა მჟკ, ვინიცის ეპარქიაში აკურთხეს ტაძარი ხატის „შეუწველი მაყვალი“-ს სახელზე.
წაიკითხეთ ასევე
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.
რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.
წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.
საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს
კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.
თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .
ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება
24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.