საქმეთა მმართველმა სქიზმატიკოსებისგან მიტაცებული ტაძრების რიცხვი დაასახელა

მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: law.church.ua

მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: law.church.ua

2021 წლის 20 სექტემბერს უმე-ს საქმეთა მმართველმა ანტონმა (პაკანიჩი) უმე-ს ეპარქიების იურიდიული განყოფილების წარმომადგენელთა კრებაზე  ისაუბრა ტაძრების რაოდენობაზე, რომლებიც მიიტაცეს სქიზმატიკისებმა, იუწყება უმე-ს იურიდიული განყოფილების საიტზე.

თავის გამოსვლაში ღონისძიების მონაწილეებისადმი მიტროპოლიტმა ანტონმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობების დეკლარირებული მოდელისა, საზოგადოებაში გრძელდება რელიგიური ნიშნით  დისკრიმინაციის სიტუაციის ფორმირება.

ნაწილობრივ, მეუფემ გაიხსენა უკრაინის ორი მოქმედი კანონის უსამართლობა, რაზეც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს ბოლო სამი წელია, უწოდებს რა მათ ანტიეკლესიურს და არაკონსტიტუციურს“ერთი მხრიდან, უკრაინის № 262 –VIII ეს კანონი (სახელის შეცვლა), რომელმაც დაბლოკა უმე-ს რელიგიური ორგანიზაციის მოღვაწეობა, უკრაინის სახელმწიფო რეესტრში მონაცემთა აქტუალიზაციის შესაძლებლობების ჩამორთმევით (საკადასტრო გეგმის, რეესტრის უფლებისა და იურიდიული პირების რეესტრი).  სხვა მხრიდან, უკრაინის № 2673 –VIII კანონი (დაქვემდებარების შეცვლა), რომლითაც გათვალისწინებულია სამრევლოს მოღვაწეობაში ჩარევის შესაძლებლობა და რომელიც ნერგავს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის უკონტროლო სისტემას“,-აღნიშნა ეპისკოპოსმა.

 მისი სიტყვებით, „უკრაინის ხსენებული კანონების მიღების შედეგია რელიგიური თემების არაკანონიერი გადაფორმების აღმაშფოთებელი სტატისტიკა (დაახლოებით 500 შემთხვევა, ციფრი მიახლოებითია, რადგანაც ეს ფარულად ხდება), ტაძრების რეიდერული მიტაცება(144 შემთხვევა), მღვდელმსახურებისა და მრევლის ცემა, გადაწვის (26 შემთხვევა), ვანდალიზმის აქტი(22 შემთხვევა), გაძარცვის(42 შემთხვევა), დაშინებიას და შანტაჟის, რომლებსაც ადგილი აქვს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა ცხოვრებაში“,-განაცხადა უმე-ს საქმეთა მმართველმა.

მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში ზუსტად ეს შემთხვევები განსაზღვრავენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებადამცველთა მუშაობის მიმართულებას.

გარდა ამისა, მეუფემ აღნიშნა, რომ უმაღლესი სასამართლოს დიდმა პალატამ ამა წლის აპრილში სასამართლოში განსაზღვრა, რომელ იურისდიქციაში შეიძლება დაიცვას თავისი უფლებები უკანონო გადაფორმებისა და რეიდერულის მიტაცებისგან-ასეთი კატეგორიის საქმეები განხილულ უნდა იქნას საარბიტრაჟო წარმოების წესით.

მეუფემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „მოცემული პრობლემების გადაწყვეტაში ერთიანი მიდგომის შემუშავება არის ეკლესიური ერთიანობის დადასტურება“.

ადრე მჟკ წერდა, რომ კიევის ლავრაში ჩატარდა უმე-ს ეპარქიის იურიდიული განყოფილებების წარმომადგენელთა  კრება.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.

რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.

წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.

საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს

კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .

ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება

24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.