უმე-ს წინამძღვარმა დანიშნა როვენის ეპარქიის დროებითი მმართველი

დუბენის ეპისკოპოსი პიმენი. ფოტო: news.church.ua

დუბენის ეპისკოპოსი პიმენი. ფოტო: news.church.ua

კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ დანიშნა როვენის უმე-ს ეპარქიის დროებითი მმართველად როვენის ეპარქიის ვიკარი, დუბენის ეპისკოპოსი პიმენი (ვოიატა), იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.  

წინამძღვრის შესაბამისი განკარგულება მოვიდა როვენისა და ოსტროგის მიტროპოლიტის ბართლომეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელმაც უფალს სული მიაბარა 2021 წლის 15 სექტემბერს.

ახლადშესვენებული ეპისკოპოსის დაკრძალვა შედგება ხვალ, 2021 წლის 17 სექტემბერს, როვნოს წმინდა ნიკოლოზის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ეზოში 8:00 საათზე.

საღვთო მსახურების დასრულების შემდეგ ახლადშესვებებულ მიტროპოლიტ ბართლომეს წაასვენებენ მშობლიურ სოფელში, ვოლინის ოლქის კოველის რაიონის სოფელ გოროდნოში, სადაც მას დამარხავენ ანდერძის თანახმად.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მიტროპოლიტი ბართლომე (ვაშჩუკი) უფალს მიებარა 68 წლის ასაკში. ბოლო წლები იერარქი მძიმედ ავადმყოფობდა, მაგრამ საეკლესიო მსახურება არ მიუტოვებია. ეპისკოპოსი მიიცვალა მშვიდობით, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

„დავითიანნსა“ და ქართულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობა სტუდენტების საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ და ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა მოიგო

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ფინალში კიცხის საჯარო სკოლის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს.

26 ოქტომბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენება აღინიშნება

სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია ათონის ივერთა მონასტერსა და წმინდა გაბრიელ ქართველს უკავშირდება — დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ქალაქ ფოთში.

იორდანიაში დაკრძალვის ცერემონიისას ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები ეკლესიაში მანქანით მივიდნენ, ცეცხლი გახსნეს და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საბერძნეთში წმინდა ნექტარიოს ეგინელიზე ფილმს გადაიღებენ

სერიალს გადაიღებს კინოსტუდია „წმინდა მაქსიმე ბერძენი“.

დღეს იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება

გადმოცემის მიხედვით, ეს წმინდა ხატი მაცხოვრის ამაღლებიდან მე-15 წელს თვით წმინდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა გეთსიმანიაში.