კვიპროსის კლირიკოსი: უკრაინაში დავინახე, ფანარიონის მეთაურის შეცდომა
არქიმანდრიტი ნექტარი და ეპისკოპოსი ათანასე ვოლინის სასულიერო სემინარიაში. ფოტო: ВДС
უკრაინაში დავინახე შეცდომა, რომელიც დაუშვა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ. ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა ნექტარიუსმა (ბაკოპულოსი) 2021 წლის 14 სექტემბერს თქვა ვოლინის სასულიერო სემინარიის სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე, იუწყება ვსს პრეს-სამსახური.
შეხვედრა შედგა ვოლინისა და ლუცკის არქიეპისკოპოს ნათანაელის ლოცვა-კურთხევით. მასში აგრეთვე მონაწილეობდნენ უმე-ს სსკგ-ს უფროსის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი, ვოლინის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსი, კამინ-კაშირსკის ეპისკოპოსი ათანასე და ვსს რექტორი, არქიმანდრიტი ევმენიუსი (მიხალევსკი).
არქიმანდრიტი ნექტარიუსი - ტამასოსისა და ორინიის ეპარქიის მდივანი, რომლის მმართველი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ესაია კვიპროსის შვიდი ეპისკოპოსიდან ერთ-ერთია, ვინც მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის წინამძღვარს, უნეტარეს ონოფრეს. 2019 წელს კლირიკოსი ჩამოვიდა უკრაინაში, რომ შეხვედროდა მეუ-ს რეიდერობით დაზარალებულ მართლმადიდებელ გაერთიანებებს. ახლანდელი ვიზიტის დროს ვოლინში ის იმყოფებოდა სოფლების რაკოვ ლესის, ნუინოს და ბრონიცას სამრევლოებში.
უმე-ს მომავალ მოძღვრებთან შეხვედრაზე კვიპროსის არქიმანდრიტი ყვებოდა თავის ცხოვრებაზე, როგორ მიაგნო საკუთარ თავში მღვდლობისა და ბერობის მოწოდებას. მან ისაუბრა აგრეთვე ახალგაზრდობასთან მუშაობის გამოცდილებაზე და სემინარისტებს რამდენიმე რჩევა მისცა.
ლექციის შემდეგ არქიმანდრიტმა ნექტარიუსმა უპასუხა დამსწრეთა კითხვებს, მათ შორის უმე-ს და მთელი მსოფლიოს ეკლესიის პრობლემაზე, რომელიც დაკავშირებულია ფანარიონის მეთაურის ქმედებებთან უკრაინაში.
„უნდა იცოდეთ, რომ თქვენ სწორ გზაზე ხართ, - ხაზი გაუსვა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურმა. - ამიტომ იყავით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში და მის წინამძღვართან, უნეტარეს ონოფრესთან და თქვენს ეპისკოპოსებთან ერთად. <...> მე ვიყავი თქვენს სოფლებში, სადაც ხალხმა ტაძრები დაკარგა, ვხედავდი მათ ტკივილს და ეს საშუალებას მაძლევს დავინახო, რა შეცდომა დაუშვა პატრიარქმა ბართლომემ“.
შეხვედრის შემდეგ, რომელიც გვიანიბამდე გაგრძელდა, ვსს პადაგოგებმა და სტუდენტებმა მამა ნექტარიუსთან ერთად ფოტო გადაიღეს. დალოცვისას არქიმანდრიტმა სემინარისტებს მაცხოვრის ხატები აჩუქა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ კვიპროსის ეკლესიის კლირიკოსმა მონაწილეობა მიიღო უმე-ს ტაძრის კურთხევაში სოფელ რაკოვ ლესში, რომელიც ააშენეს მიტაცებულის ნაცვლად.
წაიკითხეთ ასევე
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა
ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.
ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.
კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა
ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.
პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა
„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.
სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს
სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.