სიკვდილზე წავლენ, ოღონდ უფალთან იცხოვრონ, - უმე-ს იერარქი „ერთგულები 2“ -ზე
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba
კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსი, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის უფროსი, ბარიშევსკის ეპისკოპოსი ვიქტორ კოცაბა გვირჩევს ფილმის „ერთგულები 2: კატერინოვკა. განკურნება მიტაცების შემდეგ“ ნახვას, რომ ნათლად დავინახოთ ჩვენი დროის მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტი აღმსარებლები.
მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გაჩნდა სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმადაც მეუ-ს მხარს უჭერენ სულ უფრო ნაკლები უკრაინელები, მაგრამ ყურადღება სხვა რამეზე გაამახვილა: რა დამოკიდებულება აქვთ მორწმუნეებს თავიანთი ეკლესიის მიმართ?
„საქმე იმაშია, რომ სწორედ პრაქტიკული დამოკიდებულება ქრისტეს სხეულის მიმართ განსაზღვრავს ადამიანში რწმენის არსებობას, - წერდა იერარქი თავის тг-არხზე. - საკუთარ შეხედულებებზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, აგრეთვე ღვთის სიყვარულზე და ქრისტეს მიმდევრობაზე, მაგრამ სინამდვილეში არ იყო ქრისტიანი. ვინაიდან ქრისტესთან მყოფობა - მასთან ერთად ცხოვრებას ნიშნავს. სიტყვით კი არა, საქმით. მეტიც, არა მარტო ცხოვრება მასთან ერთად, არამედ მზადყოფნა მოკვდე მისთვის. და აღმოჩნდა, რომ არც ისე ბევრია ისეთი, ვინც მზად არის ივნოს, დაითმინოს და არ უღალატოს. სწორედ ასეთ ადამიანებს შორის უნდა ჩატარდეს სოციოლოგიური გამოკითხვები, ვინაიდან ისინი არიან ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანები“.
უმე-ში უმრავლესობა ასეთი მორწმუნეა, დარწმუნებულია ეპისკოპოსი ვიქტორი. მან განმარტა, რომ მათ ძალით ართმევენ ტაძრებს, ისინი კი, ქრისტესთან დარჩენის სურვილით, მიტაცებულების ნაცვლად ახლებს აშენებენ, მათ ცემენ - ისინი კი ლოცულობენ თავიანთი მაჭირვებლებისთვის, „ჩვენი მორწმუნეები ითმენენ შეურცხყოფას და ფიზიკურ დამცირებას, ისმენენ ზიზღიან და დამცინავ სიტყვებს, მაგრამ ქრისტეს ზურგს არ აქცევენ“.
ფილმი „ერთგულები 2“ ამ ფაქტის მორიგი დადასტურებაა, ხაზი გაუსვა მან.
„გირჩევთ მის ნახვას და თქვენ ნათლად იხილავთ ჩვენი დროის მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტ აღმსარებლებს. ეს ფილმი ადამიანებზეა, ვინც მზად არიან წავიდნენ სიკვდილზე, რომ უფალთან იცხოვრონ“, - დაასკვნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა).
შეგახსენებთ, „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის“ YouTube-არხზე გამოვიდა ციკლ „ერთგულების“ მეორე ფილმი - „კატერინოვკა. განკურნება მიტაცების შემდეგ“ («Верные» – «Катериновка. Исцеление после захвата»), რომელიც ეძღვნება კანონიკური ეკლესიის მორწმუნეთა ცხოვრებას, ვინც 2015 წელს გადაიტანა წმინდა გიორგის ტაძრის სისხლიანი მიტაცება, მაგრამ ისინი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილან, პირიქით, უფრო გაძლიერდნენ და ახალი ტაძარი ააშენეს - დიდმოწამე და მკურნალ პანტელეიმონის სახელზე.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.